სხვა ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო) 2021, 24 მაისი, 9:45 ცხოველთა სამყარო ბევრად მდიდარი და მრავალფეროვანია (ვიდრე ამას ბიოლოგიის გაკვეთილზე გვასწავლიდნენ) როგორც მინიმუმ, იმის გამო, რომ ადამიანმა დიდი რაოდენობით უცნაური ჰიბრიდები შექმნა და ცდილობს ჩასწვდეს, თუ როგორ მუშაობს გენეტიკა და როგორ გამოიყენოს იგი თავის სასარგებლოდ.
ზებროიდი (Zebroid Eclyse)ცხოველი, რომელიც დაიბადა ხვადი ზებრისა და ძუ ვირისა ან ცხენის გენეტიკური შეჯვარების შედეგად. ამ სახეობის გამოყვანა დაიწყეს ანგლო-ბურების ომის დროს. 4 არსებული ზებროიდებიდან ერთ-ერთი რუსეთში ცხოვრობს. როგორც არ უნდა საყვარლად გამოიყურებოდნენ, ისინი აგრესიული ცხოველები არიან. ზებრისა და ცხენის ჰიბრიდიზებრისა და ვირის ჰიბრიდილიგერი (liger)ხვადი ლომისა და ძუ ვეფხვის ჰიბრიდი. არსებობს მეორე სახეობაც-დედა ლომი და მამა ვეფხვი. ლიგერი კატისებრთა ოჯახის უმსხვილესი წარმომადგენელია, ის ზომით ჩვეულებრივ ლომზე დიდია და ზოლები მკვეთრად არ აქვს გამოსახული.
ბიფალო (beefalo)ბიზონის და შინაური ძროხის ჰიბრიდი. 1749 წელს სამხრეთ ამერიკის მოსახლეობამ აღმოაჩინა ბიზონისა და შინაური ძროხის ჰიბრიდი და აქტიურად დაიწყეს მათი მომრავლება საკვებად გემრიელი ხორცის გამო. ლეოპონი (panthera pardus+panthera leo)ლომისა და ლეოპარდის ნაჯვარი. გადაშენებული სახეობა. ამ ეგზემპლარებს პატარა ლომის ზომა ჰქონდათ, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ლეოპარდის ლაქები. ინდოეთში, 1910 წელს პირველი ლეოპონების გამოჩენის შემდეგ მათი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროპულ ზოოპარკებში მოდა შემოვიდა ამ ცხოველებზე. უკანასკნელი ეგზემპლარი 1985 წელს მოკვდა. რამალამას და აქლემის ჰიბრიდი. 1998 წელს ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ იქნა რამა. ექსპერიმენტი განხირციელდა დუბაის პრინცის ბრძანებით, რომელმაც ხუმრობით შეუკვეთა ცხოველი. მოცემულ მომენტში რამა მსოფლიოში ერთადერთი წარმომადგენელია. გროლარი(grizzly+polar)მურა დათვის და თეთრი დათვის ნაჯვარი. პირველი სახეობა გამოიყვანეს 1874 წელს კალეში (გერმანია). ის მთლიანად თეთრი დაიბადა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამუქდა. ეს სახეობა, განსხვავებით მურა და თეთრი დათვებისგან, იშვიათად იძლევა შთამომავლობას. კოიმგელიმგლის და კოიოტის ამერიკული ჰიბრიდი. საინტერესოა, რომ ამ ორი ცხოველის გენების გარდა, კოიმგელს ძაღლის გენებიც აქვს. სხვებისგან განსხვავებით, ეს სახეობა ბუნებრივ გარემოში დაიბადა კოიოტების მიგრაციების შედეგად. დღეს კოიმგლების პოპულაცია მილიონამდე წარმომადგენელს ითვლის. ბაზლიცხვრისა და თხის ნაჯვარი. არავინ დაინტერესებულა ცხვრისა და თხის შეჯვარებით, ეს ბუნებრივ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული სახეობები უნაყოფონი არიან და ზომით თავის სუფთა სისხლის თანამოძმეებზე უფრო დიდი ზომის.
რკინის საუკუნის ღორიგარეული ტახის და შინაური ღორის ჰიბრიდი. ამ გამოყვანილ ჯიშს კარგი ბეწვი და გემრიელი ხორცი აქვს. თავისებური ფუმფულა ღორია. იაგლიონი(Panthera jaglion)იაგუარის და ლომის შთამომავალი. შეიძლება გაგიგიათ კანადის ზოოპარკის მკვიდრები, იაგუარი დიაპლო და ძუ ლომი ლოლა. ეს მათი ნაშიერია-პირველი იაგლიონი. ამ დიდ კატას მუქი ფერის ლაქები აქვს კრემისფერ ფონზე.იაგლიონის ფიტულიპუმაპარდი (pumapard)ხვადი პუმას და ძუ ლეოპარდის ჰიბრიდი. თითქმის მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ პუმაპარდის სახეობის მიღებას, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია მოწიფულ ასაკამდე. სულიმოვის ძაღლიტურას და ძაღლ ლაიკას შთამომავალი. ეს სახეობა გამოიყვანა სელექციონერმა კლიმ სულიმოვმა. ის –70 გრად.დან +40 გრად.მდე ტემპერატურას უძლებს და შესანიშნავი ყნოსვა აქვს, ამიტომ მას აეროპორტებში იყენებენ. გადახედეთ სხვა სტატიებსაც:ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან
1507 4-ს მოსწონს |