მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორი წარბები იყო მოდაში ძველ საბერძნეთში, ევროპაში, ჩინეთში და სხვა 2021, 19 მაისი, 9:23
წარბები ქალის გარეგნობის ერთ-ერთი ელემენტია, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ის სახეს გამომხატველობას მატებს და ხაზს უსვამს თვალების სილამაზეს. მაგრამ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი წარბებია "სილამაზის ეტალონი", კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ შეცვლილა. სხვადასხვა ეპოქებში "გემოვნება წარბებზე" შეიძლება იმდენად უჩვეულო ყოფილიყო, რომ დღევანდელ მოდის მიმდევრებს უცნაურადაც კი მოეჩვენოთ. როგორი წარბები ჰქონდათ უძველესი დროის ლმაზმანებს? ეგვიპტეეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მკვეთრი მაკიჟი-ეს არამხოლოდ საკუთარი სილამაზის ხაზგასმა იყო. ნეფერტიტის თანამემამულეების აზრით, საღებავი სახეზე ადამიანებს იცავდა ცუდი თვალისგან, ჯადოსგან და ავადმყოფობისგან, ის აგრეთვე საკრალურ შინაარსს ატარებდა და ღმერთების თაყვანისცემის ელემენტი იყო.ტუტანჰამონინეფერტიტითავდაპირველად, წარბებს და თვალებს მამაკაცი-ქურუმები და ფარაონის ოჯახის წევრები იღებავდნენ. შემდგომ მოდა შავ წარბებზე და თვალების დახატვაზე საყოველთაო გახდა. საღებავის დანიშნულებას სურმა და ლაზურიტი ასრულებდა. წარბებს თაღისებური ან სწორი, ხაზისებური ფორმა უნდა ჰქონოდა. "სტრელკები" ღმერთ ჰორის (მზის ღმერთი) თაყვანისცემის ნიშანი იყო. თუ ბუნებრივ წარბებს არასასურველი ფორმა ჰქონდა, მას მთლიანად იშორებდნენ ან თავიდან იხატავდნენ სურმით. ეგვიპტელებს უკვე ჰქონდათ გამოყენებაში ხელოვნური წამწამები და წარბები. წარბებს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ გლოვის ნიშნად ან რელიგიური მიზნით იპარსავდნენ კიდეც (ამის შესახებ ფეროდოტე წერს). საბერძნეთითავდაპირველად ბერძნები თვლიდნენ, რომ კოსმეტიკა მხოლოდ ჰეტერებისა და მეძავი ქალებისთვის იყო მისაღები. გასათხოვარი გოგონები არ იყენებდნენ მარაფეტს, გათხოვილები კი მხოლოდ ბენებრივ ზეთებს ხმარობდნენ. მაგრამ შემდეგ შეხედულებები შეიცვალა, კოსმეტიკა ქალბატონების ყოველდღიურ ყოფაში შემოვიდა. ბერძნებისთვის წარბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმ ეპოქის ქალები მიილტვოდნენ ქერა თმა და ღია ფერის კანი ჰქონოდათ, რისთვისაც სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ. მაგრამ ფერმკრთალები რომ რა გამოჩენილიყვნენ, აქცენტი მუქ წარბებსა და წამწამებზე კეთდებოდა. განსაკუთრებით "ლამაზი" ვარიანტი მონოწარბები (გადაბმული წარბები) იყო. ძალიან მსხვილი და შავად შეღებილი წარბები შეიძლება ვიხილოთ ცნობილ ფაიუმის პორტრეტებზე. ახალგაზრდა ქალის ფაიუმის პორტრეტი, III ს. ლუვრი, პარიზიმამაკაცის ფაიუმის პორტრეტი, III ს. ლუვრი, პარიზიფაიუმის პორტრეტი, 161-192 წწ. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ვენაქალბატონები თვლიდნენ, რომ ასე ისინი ხაზს უსვამდნენ თვალების ლამაზ ფორმას. თუ ბუნებრივად გადაბმული წარბები არ ჰქონდათ, მათი მიხატვა ხდებოდა. წარბები ქალებს არა მხოლოდ შავი ფერის და ხშირი უნდა ჰქონოდათ, არამედ მბზინვარეც, ამისთვის ისინი კვერცხის ცილას ხმარობდნენ. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, მთელს აზიაში ელინიზმის გავრცელების შედეგად, აღმოსავლეთის ბევრ რეგიონში მონოწარბების მოდა შემოვიდა. თვითონ სიტყვა "კოსმეტიკა"-ბერძნული წარმოშობისაა. ბერძენი მოდელი სოფია ჰაჯიპანთელიჩინეთიძველ ჩინეთში კოსმეტიკა თავდაპირველად მამაკაცების პრეროგატივა იყო. ისინი აქტიურად იღებებოდნენ. მეომრებიც კი თვლიდნენ, რომ ხშირი, შავი წარბები და მკვეთრი კოსმეტიკა, მტრებისა და ბოროტი სულების შეშინებაში დაეხმარებოდათ. ძალიანაც არ ჩამორჩებოდნენ ქალები. განსაკუთრებული შიკი იყო კრეატივის გამოვლინება და ტრენდის შესაბამისობა. მოდა აიძულებდა ჩინელ ქალბატონებს წარბები ხან მწვანედ, ხან ლურჯად, ხან შავ ფერად შეეღებათ. შემდეგ დამკვიდრდა მოდა პატარა, აკურატულ წარბებზე, ბევრად ზემოთ მათი ბუნებრივი ადგილმდებარეობიდან. ასე, ჩინელების წარმოდგენით, სახეს განსაკუთრებით შთაგონებული, პოეტურად მწუხარე სახის იერი ეძლეოდა. ევროპაშუასაუკუნეებში და აღორძინების ეპოქაში, ქალბატონები წარბების გარეშე ან წვრილი, პირობითი, ძაფისმაგვარი წარბებით იწონებდნენ თავს. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობდა. შუასაუკუნეები აქტიურად კიცხავდა ქალში ნებისმიერი სექსუალობის გამოვლინებას, თვლიდა რა მათ ალქაჯების მიმდევრებად. ამიტომ ქალებს წარბებისა და წამწამების "ლიკვიდაცია" უწევდათ ან ვუალის ქვეშ დამალვა. მაღალი წრის გოგონებს ბავშვობიდანვე კაკლის წენგოს უზელდნენ კანში, რათა წარბები არ ამოსვლოდათ. რენესანსმა მოიტანა მოდა ინტელექტუალურ ქალებზე. ამის ნიშნად მაღალი, დაქანებული შუბლი ითვლებოდა. შუბლი რომ გაედიდებინათ, ქალბატონები თმის საფარის ნაწილს იპარსავდნენ და წარბებს ითხელებდნენ, ამის შედეგად უკანასკნელისგან ან "ძაფი" რჩებოდა, ან საერთოდ არაფერი. ელისაბედის ეპოქაში ბაძავდნენ დედოფალს და ქალები წარბებს წითურ ფერში იღებავდნენ. მე-18 საუკუნეში წარბები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალბატონები შუბლზე თაგვის ტყავის ზოლებს იწებებდნენ. წარბების სილამაზით გატაცებას დედოფალ ვიქტორიამ მოუღო ბოლო. მას მკაცრი, პურიტანული შეხედულებები გააჩნდა ამ საკითხზე, ამიტომ კიცხავდა ნებისმიერ კოსმეტიკურ ჩარევას. მისი დიდი ხნის მმართველობის პერიოდში "წესიერ" ქალებს უწევდათ იმ წარბებით დაკმაყოფილებულიყვნენ, რითიც ბუნებამ დააჯილდოვა. დედოფალი ვიქტორიაიხილეთ ასევე:პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში მასაჟის ყველაზე უცნაური ნაირსახეობები სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში 1920-იანი წლების ცნობილი ქალბატონების მეთოდები, რომლებსაც იდეალური გარეგნობის მისაღწევად იყენებდნენ 401 3-ს მოსწონს
|