სხვა საოცარი ფაქტები ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომელიც არ ვიცოდით 2021, 17 მაისი, 9:52 თითქოს ჩვენ მშვენივრად ვიცნობთ ჩვენს ორგანიზმს, თუ როგორ არის მოწყობილი და როგორ ხდება მასში სხვადასხვა პროცესები. თუმცა ადამიანის სხეული რთული მექანიზმია, რომელიც ხანდახან ჩიხში აყენებს ექიმებს და მკვლევარებს. აი, გასაოცარი ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ: 1. პირის ღრუში დაახლოებით იმდენივე ბაქტერიაა და იმაზე მეტიც კი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. 2. ფრჩხილის თეთრი ფერის ნახერვარმთვარე ანუ ლუნულა, ეს ფრჩხილბუდის ნაწილია, საიდანაც ის იზრდება. შედარებით ღია ფერის, ის სისხლძარღვების არარსებობის გამოა. რბილი და მტვრევადი ფრჩხილები ლუნულას არარსებობის დროს, მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის მაღალ აქტივობაზე, მის გაძლიერებულ მუშაობაზე. 3. ენის ანაბეჭდი უნიკალურია (ისევე როგორც თითების). 4. ჩვენი ორგანიზმი ყოველდღე გამოიმუშავებს დაახლოებით 600 მილილიტრ ნერწყვს. 5. შეტყობინებების სიჩქარე, რომელიც ჩვენს ტვინს მიეწოდება, დაახლოებით 400 კმ./სთ.-ია. 6. სისხლის 29 ჯგუფი არსებობს და არა 4. ყველაზე იშვიათი მიეკუთვნება ბომბეის ქვეჯგუფს. ის გვხვდება იაპონიის ჯგუფის ოჯახებში. 7. ერთი დღის განმავლობაში სისხლი ფარავს დისტანციას 19312 კმ. 8. ჩვენი ორგანიზმის ნერვების საერთო სიგრძე დაახლოებით 75 კილომეტრია. 9. დღის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 20 000 ჩასუნთქვას აკეთებს. 10. ადამიანს შეუძლია განასხვავოს 10 მილიონამდე ფერი. 11. ადამიანების უმეტესობას ყურები მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება-წელიწადში მილიმეტრის მეოთხედით. 12. წლის განმავლობაში ადამიანის გული 35 მილიონჯერ იკუმშება. 13. ყოველდღე ადამიანი კარგავს კანის დაახლოებით მილიონ უჯრედს, ყოველ წელს 2 კგ.-ს. 14. კანის ერთი კვადრატული სანტიმეტრი იტევს ასამდე მტკივნეულ წერტილს. 15. ბიჭებს ენაზე ბევრად ნაკლები გემოს რეცეპტორები აქვთ, ვიდრე გოგონებს. 16. ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე იღებს დაახლოებით 35 ტონა საკვებს. 17. თვალის დახამხამებაზე იხარჯება ცხოვრების 5 წელი. საბედნიეროდ დახამხამების პარალელურად ბევრი სხვა რამის კეთებაც შეიძლება. 18. თავის ტვინში ერთ წამში ხდება 100 ათასი ქიმიური რეაქცია. 19. დაცემინების გავრცელების სიჩქარე 160 კმ./სთ. 20. პრაქტიკულად ყველა ადამიანის წამწამებზე ბინადრობენ ტკიპები სახელწოდებით დემოდექსი. 21. ღიმილის დროს მუშაობს ერთდროელად სახის 17 კუნთი, ტირილის დროს -43. ამიტომ ხშირად გაიღიმეთ!გადახედეთ:8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ 8 მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერ სუპერგაჯეტზე მძლავრია მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე 390 6-ს მოსწონს
|