x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ

image

კაფეში, რესტორანში ან საზოგადოებრივი კვების ქსელშიც კი, ოფიციანტების მიზანია, რაც შეიძლება მეტი სასმელი და საკვები შეუკვეთოს კლიენტმა. ამისთვის სხვადასხვა ხრიკებს იყენებენ, რომლებიც გამოუცდელმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს. თუმცა, თუ გაფრთხილებული ხარ - შეიარაღებული ხარ. ნახეთ, როგორ არ უნდა წამოეგოთ მიმტანების ანკესზე და დაგეგმილზე მეტი თანხა არ დახარჯოთ.

"ოქროს მაგიდა"

image

შედიხართ ცარიელ კეფეში ან რესტორანში და გთავაზობენ მაგიდას შესასვლელთან? ყურადღებით იყავით, ეს მარკეტინგული სვლაა-თქვენ სატყუარა ხდებით ახალი სტუმრებისთვის. ცარიელ შენობაში შესვლისას, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არაპოპულარულ ადგილას მოხვდა და წასვლა დააპიროს, მაშინ როცა მაგიდასთან მსხდომი ადამიანები დადებით შთაბეჭდილებას ქმნიან. ლამაზად ჩაცმულ სტუმრებს სთავაზობენ ადგილებს საზაფხულო, ღია ფართში ან ფანჯარასთან, რათა დაწესებულების პრესტიჟულობას გაუსვან ხაზი.

ძვირიანი კერძები-ბოლოში

image

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც კერძების და სასმელების შერჩევასთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ ოფიციანტს რჩევას სთხოვთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფას კერძებს შემოგთავაზებენ. დასაწყისისთვის ჩამოგითვლიან რამდენიმე სტანდარტულ კერძს, ბოლოში კი გამორჩეულებს. ხშირად სტუმარი ვერ იმახსოვრებს ყველა დასახელებას და ჩამოთვლილთაგან რამდენიმე უკანასკნელს აირჩევს, როგორც შემდგომ აღმოჩნდება, ყველაზე ძვირიანს.

წარწერა "დაჯავშნილია"

image

ალბათ ხშირად შეხვედრიხართ წარწერას რესტორნებში "დაჯავშნილია" ან "Reserved". ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაგიდა მართლაც დაჯავშნეს. ხშირად წარწერას ათავსებენ დიდ და პოპულარულ მაგიდებზე, რათა ისინი ერთმა ადამიანმა, წყვილმა ან ჯგუფმა არ დაიკავოს. ხოლო როცა შესაფერისი სტუმრები გამოჩნდებიან, მათ აღნიშნულ მაგიდასთან ათავსებენ.

ფასები მენიუში

image

ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ მენიუში მითითებულია კერძის დასახელება, შემადგენლობა, ულუფის წონა გრამებში და ფასი. თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში უთითებენ 100 გრამი პროდუქტის ფასს და არა ულუფის მოცულობის ფასს. ოფიციანტმა უნდა გააფრთხილოს ამის შესახებ კლიენტი, მაგრამ ხშირად ისინი ამის შესახებ ხმას არ იღებენ. შედეგად ანგარიშმა შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ. უხერხულ სიტუაციაში, რომ არ აღმოჩნდეთ, ყურადღებით შეისწავლეთ მენიუ და ყოველი შემთხვევისთვის ფასები მიმტანთანაც გადაამოწმეთ.

ოფიციანტის რჩევები


image

კიდევ ერთი სიტუაცია, როცა სტუმრები ეყრდნობიან მიმტანის რჩევებს. თუ გეჩვენებათ, რომ რესტორნის თანამშრომელი ზედმეტად დაჟინებით გთავაზობთ რომელიმე კერძს ან სასმელს, ამის სამი მიზეზი არსებობს. პირველი-მიმტანებს შეკვეთა აერიათ, და ახლა სამზარეულოში აღნიშნული კერძი "თავის კლიენტს" ელოდება. მეორე-დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს კონტრაქტი რომელიმე კომპანიასთან. ოფიციანტებს ბონუსები აქვთ ამ კომპანიების საკვების გაყიდვის შემთხვევაში, ამიტომ აწყობთ ასეთი კერძების შეთავაზება. მესამე მიზეზი-ყველაზე სამწუხარო, მაგრამ რეალური. საჭიროა იმ პროდუქტების გამოყენება, რომელსაც ვადა გასდის და მიმტანი ამ პროდუქტებით დამზადებულ კერძს გთავაზობთ.

"დახურული" საკითხი

image

შეგიმჩნევიათ მიმტანების თავაზიანი შეკითხვა: კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ ან გთავაზობთ, მაგალითად, სოუსს, რომელიც იდეალურად უხდება შერჩეულ კერძს? საქმე ზრუნვაში არ არის, არამედ იმაში, რომ თქვენ ამგვარად შეიძლება უფრო მეტი შეუკვეთოთ. აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებთ, რომ სალათისა და ყავის ნაცვლად ხორცის სტეიკს და ღვინოს შეუკვეთავთ. ეს რომ არ მოხდეს, გაერკვიეთ არჩევანში, დაუსახელეთ მიმტანს შერჩეული კერძი და კოდური სიტყვა "მორჩა". ამის შემდეგ "მაკდონალდსის" თანამშრომლებიც კი შეწყვეტენ დამატებით კარტოფილის და დესერტების შემოთავაზებას.

უფასო აპერიტივი და აპეტაიზერი ("ზაკუსკა")

image

ძვირფას რესტორნებში კლიენტებს მაშინვე სთავაზობენ "კომპლემენტს შეფისგან". როგორც წესი ეს მსუბუქი აპეტაიზერია ან სასმელები, რომელთა დანიშნულებაა მადა გაუხსნას სტუმარს. მაგრამ, როგორც ცნობილია, მშიერ კუჭზე საშიშია რაიმეს შეკვეთა. თუ გეჩვენებათ, რომ მზად ხართ ათი კერძი მიირთვათ, შეუკვეთეთ ისინი სათითაოდ. პირველი კერძის შემდეგ უკვე გასაგები გახდება, დანაყრდით თუ არა და ღირს თუ არა კიდევ რამის შეკვეთა.

სასმელების ხშირი განახლება

image

მიმტანები მზრუნველად ავსებენ ბოკალებს ყოველი მოსმის შემდეგ-ეს ეშმაკობა გათვლილია იმაზე, რომ სტუმრები სასმელს უფრო სწრაფად დალევენ, მანამ, სანამ კერძს ბოლომდე მიირთმევენ, ამიტომ კიდევ ერთ ან რამდენიმე ბოთლ სასმელს შეუკვეთენ.







image
იქნებ დაგაინტერესოთ:






9 მითი ალკოჰოლის შესახებ

image


როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

image



უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია

image


5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image


საოცნებო ვაკანსიები

image


სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები

image


სამუშაო ადგილები, რომელთა არსებობაც ძნელად დასაჯერებელია (ადამიანი-საფრთხობელა, პროფესიონალი ძილის მოყვარული და ა, შ.)

image


საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"?

image








0
1686
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1686