x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image

სტატიის დასაწყისი


6. ჯგუფური სექსი საბერძნეთში

არსებობს ერთი რამ, რაც ბერძნულ-რომაული კულტურისთვის დამახასიათებელი ნიშანია-ეს ჯგუფური უხამსი სექსის სურათებია. ძველმა საბერძნეთმა სახელი გაითქვა მთელს მსოფლიოში თავისი გარყვნილებით და დღემდე კიცხავენ მას ჰომოსექსუალიზმის გამო. ძველი ბერძნების ცხოვრებაში, რომლებიც დასავლეთის ცივილიზაციის ფუძემდებლებად ითვლებიან, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ზეითუნის ზეთს-იმ დროისთვის საყოველთაოდ ცნობილი განძი. ამიტომ ამ ზეთის ტრანსპორტირება უბრალო ჭურჭლით არ შეიძლებოდა. თავიანთი საამაყო პროდუქტისთვის ჭურჭლის მოხატვას ბერძნები მხოლოდ თავის უდიდეს მხატვრებს ანდობდნენ. ერთ-ერთი გავრცელებული მოხატვის თემა კი ჯგუფური სექსი იყო.

image


image

image


5. შეშლილი კალიგულა და სოდომია

როცა საქმე ეგზოტიკურ სექსს ეხება, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კალიგულა. 37 წლიდან 41 წლამდეб რომის ყოფილი იმპერატორი, კალიგულა, ძალაუფლებას იყენებდა ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისთვის. ეგოისტი, სასტიკი, სისხლისმსმელი და ჰიპერსექსუალური კალიგულა ყველაფერს აკეთებდა, რაც სურდა. მან ფაქტიურად უფლებამოსილება ჩამოართვა რომის სენატს, რათა მისთვის ხელი არ შეეშალა არაფერში. იგი სენატორებს აიძულებდა კიდეც მომსახურებოდნენ ძველი რომაული მინი-კაბების მსგავსი ჩაცმულობით, რათა დაემცირებინა საზოგადოების წინაშე.


image

კალიგულას ეკუთვნოდა ორი დიდი გემი, სიგრძით თითოეული 120 მეტრი, მარმარილოთი გაწყობილი, მოზაიკის იატაკებით, რომელიც 2 ათას ადამიანს იტევდა. ამ გემებზე მართავდა იგი ორგიებს ხმელთაშუა ზღვაში, სადაც 4 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კალიგულა ყველასთან კავდებოდა სექსით, არა ჰქონდა მნიშვნელობა, მონა იყო თუ ჯარისკაცი. მისთვის ინცესტიც არ იყო უცხო (სექსუალური კავშირი სისხლით ნათესავებს შორის) და კლავდა ადამიანებს სექსის დროს თავისი სიამოვნების გამო.

შეიძლება ითქვას, რომ ბერძნებმა ჯგუფური სექსის ესტაფეტა კალიგულას გადასცეს.

4. შუასაუკუნეების პროსტიტუცია

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, სექსი შუასაუკუნეებში არ იყო რაღაც არასასურველი, რასაც გაურბოდნენ. სექსუალური ურთიერთობა ბუნებრივად ითვლებოდა და თუ გარკვეულ წესებს იცავდნენ, არ იკიცხებოდა. შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ სექსი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე ავადმყოფობა გარდაუვალია.

image

შუასაუკუნეების ბევრ ღვთისმოსავ ქალბატონს მტკიცედ სწამდა, რომ სექსი რელიგიური ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი იყო, რომ თუ მამაკაცი არ დაიკმაყოფილებდა თავის სექსუალურ სურვილებს, უფრო ბოროტ ცოდვებს ჩაიდენდა.

მამაკაცებს ეძინათ მეძავებთან, რათა შორს ყოფილიყვნენ "სათნო" ქალბატონებისგან. პატიოსანი ქალბატონები ღვთისმოსავებად რომ დარჩენილიყვნენ, ბორდელებიც კი იქმნებოდა.

ბევრ ქვეყანაში, იმ დროის ეკლესია პროსტიტუციას აუცილებელ ბოროტებად მიიჩნევდა, რომელიც მამაკაცებს ძალადობის უკიდურესი ფორმებისგან აკავებდა. სწორად ამიტომ, პროსტიტუცია იმ დროს საკმაოდ განვითარებული ბიზნესი იყო.

3. მარკიზ დე სადი

ფრანგი მწერალი, მარკიზ დე სადი, ძალიან იყო დაინტერესებული სექსით და ეროტიკით. მან სახელი გაითქვა რომანით "ჟიუსტინი ანუ სათნოების უბედურებები". ტერმინი "სადიზმი", რომლითაც აღნიშნავენ ერთი ადამიანის მიერ მეორისადმი მიყენებული ტკივილით მიღებულ სექსუალურ დაკმაყოფილებას, წარმოშობილია მარკიზ დე სადის სახელისგან. მან დაწერა რომანი "სოდომის 120 დღე" (ნამდვილი "კამასუტრა" გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის), რომელშიც აღწერილია სხვადასხვა სექსუალური უკუღმართობები. "სოდომის 120 დღე"-ეს ოთხი მდიდრის ისტორიაა, რომლებიც სექსუალური მიზნებისთვის, გასართობად იტაცებენ სხვადასხვა ადამიანებს.

image

დონასიენ ალფონს ფრანსუა, იგივე მარკიზ დე სადი, არა მხოლოდ წერდა სექსუალურ უკუღმართობებზე, ძალადობაზე, სასტიკ მოპყრობაზე, წამებასა და ორგიებზე, არამედ თვითონ იყო ამ ყველაფრის მონაწილე. ბოლოს და ბოლოს, 1814 წელს იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. საფრანგეთში მისი ნაშრომები 1957 წლამდე აკრძალული იყო.

2. თანამედროვე BDSM პრაქტიკის ჩასახვა

BDSM იშიფრება, როგორც bondage, discipline, sadism and masochism, ანუ მონობა, დისციპლინა, სადიზმი და მაზოხიზმი. როგორც მიმართულება, BDSM აღმოცენდა მარკიზ დე სადის ეროტიკულ ფანტაზიებზე. როგორც წესი, მთავარი თემებია კონტროლი, ტკივილი, კონსენსუალური ძალადობა, დასჯა, მორჩილება, როლებით თამაში, ბორკილები და მთელი გამა სხვა გარყვნილებებისა, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთი მხარე დომინირებს მეორეზე.

image

ტკივილი, მიღებული სექსუალური დაკმაყოფილებისთვის, BDSM-ის ძირითადი ქვაკუთხედია. BDSM ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია. თანამედროვე სამყაროში ეს მიმართულება საზოგადოების ყველა ფენაშია გავრცელებული, ისევე, როგორც ორგიები ძველ რომში.

image

1. პორნოგრაფია

თუმცა საკამათოა, მაგრამ პორნო წარმოადგენს უფრო ძლიერ ინდუსტრიას, ვიდრე ამერიკული NFL, NBA, და MLB, ერთად აღებული. სხვა გაანგარიშებებით, პორნოს უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე Google, Apple, Microsoft, Yahoo და Amazon ერთად აღებულს. და მასში ბევრი არასტანდარტული თემებია.

გარყვნილებაზე ასეთი ხუმრობაა: "ყველაფერი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, უკვე იყო პორნოში". ეს ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ამერიკულ DSM-5 (ფსიქიური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელი) არის პარაფილიების (პარაფილია-სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით) ნუსხა. მისი მოკლე ნუსხა კი ვიკიპედიაში 100 დასახელებისგან შედგება.

სამყარო სავსეა უცნაურობებით. მაგალითად, ტროლიზმი (კაკლოიდი)-ეს როცა მამაკაცს უყვარს ყურება, თუ როგორ კავდება სექსით მისი პარტნიორი ქალი სხვა მამაკაცებთან, ამასთან ქალმა ყოველთვის არ იცის ამის შესახებ. არსებობს აგრეთვე სკატოფილია, რომლის შესახებაც საეჭვოა ბევრმა იცოდეს. აღნიშნული ნიშნავს სექსუალურ მიზიდულობას (ან სიამოვნებას) ფეკალიების მიმართ.

სექსუალური მიდრეკილებების საბოლოო რაოდენობის გაანგარიშება შეუძლებელია.ზოგიერთი შეფასებით, არსებობს არანაკლებ 500 პარაფილია.

image





იხილეთ ასევე:






ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image



ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image



საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image



რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image



მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image



სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image



არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image



პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image



რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image



როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image









0
2527
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2527