x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138419
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"
image


1950 წლის ზაფხულში, ჟურნალ Life-ის ფოტოგრაფი, ჯეკ ბირნსი, ალპებში მოგზაურობდა საინტერესო ისტორიების ძიების მიზნით, და უნდა ითქვას, რომ ბედმა გაუღიმა: მას გზა აებნა და მოხვდა პატარა ქალაქ ვენცონეში. როცა დასახლებას მიუახლოვდა, პირველი რაც დაინახა, იყო მოხუცი, რომელიც მუმიასთან ერთად მაგიდასთან იჯდა და ჩაის მიირთმევდა. საბედნიეროდ ბირნსი ძლიერი ადამიანი იყო და ემოციებს არ აჰყვა. იგი წყნარად გაესაუბრა მოხუცს და აღმოჩნდა, რომ ვენცონაში მსგავსი ამბები ჩვეული მოვლენა იყო.

image

როგორც გაირკვა, მუმიების ისტორია ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან დაიწყო, როცა ვენცონაში შავი ჭირი გაჩნდა. მაშინ ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა განადგურდა, მოცვალებულების დამმარხავი ადამიანიც აღარ იყო, თითო-ოროლა კაცი იყო დარჩენილი. ამიტომ ძალიან ბევრი ცხედარი დაგროვდა. 42 მიცვალებული ეკლესიის სარდაფში, უბრალო ყუთებში მოათავსეს და მალე ყველას მიავიწყდა. ისინი მხოლოდ 300 წლის შემდეგ გაიხსენეს.

1947 წელს ძველი ეკლესიის რესტავრაცია გადაწყდა და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ნეშტები. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეს მაცხოვრის სასწაულად მიიღეს და მუმიები რელიქვიებად ჩათვალეს. მათ სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ, მოქალაქეები ირწმუნებოდნენ, რომ მუმიები მათი წინაპრები იყვნენ, რომლებიც იმ ქვეყნიდან დაბრუნდნენ, რათა ადამიანებს გაჭირვების ჟამს დახმარებოდნენ. ექცეოდნენ კიდეც შესაბამისად: პერიოდულად სასეირნოდ გამოჰყავდათ, საუბრებით ართობდნენ, ქალაქის დღესასწაულებზეც კი მიჰყავდათ სტუმრების რანგში. კათოლიკური ეკლესია ამ მოვლენას უნდობლობით უყურებდა.

image

image


image

image

image

image

როგორ მოხდა აღნიშნული მიცვალებულების მუმიფიცირება - დღემდე გაურკვეველია. როგორც წესი, მუმიფიკაცია ხდება ან ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, ან ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და მშრალი ჰავის პირობებში, ან სპეციალური ხსნარების საშუალებით. როგორც ჩანს, ვენცონის მუმიები არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება. მეცნიერები თვლიან, რომ მათი მდგომარეობა რომელიღაც მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგია. უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს სხეულები ფერმენტირებულია.

1976 წელს, ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა ეკლესია და მუმიების უმრავლესობა. ახლა სულ15 დარჩა და ძალიან უფრთხილდებიან. მათთვის წმინდა მიხეილის ეკლესიის აკლდამაში სპეციალური ოთახი გამოყვეს, არავითარი გასეირნებები, დღესასწაულები და ჩაის მირთმევები.

image

image






იქნებ დაგაინტერესოთ:






ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეცი

ური სასაფლაოები

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image



ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image



სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს

image








1
463
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
463
  
2021, 7 მაისი, 12:44
მანეკენებს რომ ვხედავ მაღაზიებში იმაზე ვხტები ხოლმე და ესენი ნახეთ :დ
0 1 1