x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I)
image

ბავშვობიდანვე მათ ყველაფერი აქვთ, რასაც ზრდასრული ადამიანი ინატრებდა-დიდება, ფული, უსაზღვრო შესაძლებლობები და გავლენაც კი. მათ არ იციან, რა არის უბრალო ბავშვური სიხარულები, სამაგიეროდ იციან, რამდენი უნდა ღირდეს მათი მორიგი სათამაშო და როგორ აიძულონ მშობლები, გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ.

ბლუ აივი, 9 წლის

მშობლები: ბიონსე და ჯეი-ზი

დაბადების თარიღი: 2012წ. 7 იანვარი

image

ბიონსეს და ჯეი-ზის პირველი შვილი, ბლუ აივი კარტერი რომ დაიბადა, მას ძვირფასი საჩუქრების მთელი მთა დახვდა, მათ შორის იყო ძვირფასი ქვებით შემკული დიზაინერული სკამი, 50 ათას დოლარიანი საბავშვო ეტლი და აუარება ბრენდული სამოსი. გოგონა ოჯახის ნებიერა იზრდებოდა და მშობლები დღესაც მზად არიან მისი ნებისმიერი კაპრიზი აასრულონ. საღამოს წვეულებები დაბადების დღის აღსანიშნავად, სალუქსო ავტომობილების მინი-ვერსიები (გოგონას ავტო-პარკში უკვე არის ვარდისფერი Cadillac და ცისფერი Lamborghini), არაბული ცხენი (75 ათასი დოლარი), საიუველირო სამკაულები და ბოლოს, დიზაინერული კაბები, რომლებიც დედის გარდერობის ასლებია. როგორც ჩანს, ბლუ აივის მშობლები ვერ გრძნობენ ცნებებს "გახარებას" და "გათამამებას" შორის განსხვავებას.


image


imageბლუ აივი მშობლებთან ერთად Grammy Awards 2018-ზე

2017 წელს, ბლუ აივის უმცროსი ტყუპი და-ძმა, სერ და რუმი მოევლინა ქვეყანას, რომელთა სახელები მომღერალმა წინასწარ დაარეგისტრირა აშშ სავაჭრო პალატაში, როგორც სავაჭრო ნიშანი. ინსაიდერების თქმით, ბიონსემ მოისურვა უფროსი ქალიშვილის მიყვანა სამშობიარო პალატაში, რათა მას არ ეგრძნო თავი ოჯახისგან მოტოვებულად, და სპეციალურად ამ მოვლენისთვის გოგონასთვის Givenchy-ის მედდის კოსტიუმი შეუკვეთა.

სური კრუზი, 15 წლის

მშობლები: კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი

დაბადების თარიღი: 2006 წ. 18 აპრილი

imageსური კრუზი Z100's Jingle Ball 2017-ზე

ამ წელს ის 15 წლის გახდა. როგორც ჩანს, გოგონა უკვე მზად არის იმისთვის, რომ მომავალში ნიუ-იორკის ოქროს ახალგაზრდობის დედოფალი გახდეს. თვითონ განსაჯეთ: კეტი ბავშვობიდანვე ტანსაცმელს თვითონ ირჩევს (ამჯობინებს კაბებს და ბოლოკაბებს, ფეხსაცმელი კი ქუსლიანი უნდა იყოს), თვითონ ანთავისუფლებს თანამდებობიდან თავის მასწავლებლებს, თავისუფალ დროს კი დაქალებთან ერთად მანჰეტენის ცენტრში მდებარე მანიკურის სალონებს სტუმრობს. შვიდი წლისას საკუთარი სამოსის ხაზიც კი ჰქონდა.

imageნიუ-იორკის პრინცესა ტაქსის აჩერებს - სკოლიდან მომავალი სური

სური დედასთან ერთად ცხოვრობს და თითქმის არ აქვს კონტაქტი მამასთან. თუმცა ტომ კრუზი მაინც რეგულარულად უგზავნის შვილს ძვირფას საჩუქრებს. გოგონას დემოკრატიულად აღზრდაზე კეტი ჰოლმსია პასუხისმგებელი. მას პერიოდულად დაჰყავს ქალიშვილი კალათბურთის მატჩებზე და მუზეუმებში, და ძალიანაც კარგი. თუ ადრე სური ისტერიკებს მართავდა და ითხოვდა, რომ უფრო სალუქსო ადგილებში გაეტარებინა დრო, ახლა უფრო მოკრძალებულად იქცევა.

ვალენტინა პალომა პინო, 13 წლის

მშობლები: სალმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო

დაბადების თარიღი: 2007 წ. 21 სექტემბერი

imageსალმა ჰაიეკი ქალიშვილთან ერთად დასვენებისას

თავისი ერთადერთი ქალიშვილი სალმა ჰაიეკს 41 წლისას შეეძინა. ექიმები ეჭვობდნენ, რომ გოგონა დაუნის სინდრომით დაიბადებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ჰაიეკ-პინოს ოჯახი ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, როცა დედა მსოფლიოში ცნობილი მსახიობია, მამა და ბაბუა კი ფორბსის სიების ხშირი სტუმრები არიან, არაფერი გაგიჭირდება. ასე რომ ვალენტინამ პატარობიდანვე იცის, რა არის მოდური გარდერობი და იდეალური მანიკური. გოგონას მამა, მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო, გიჟდება თავის შვილზე (სხვათაშორის განსხვავებით მისი ყოფილი პასიის, ლინდა ევანგელისტას ბავშვისგან) და უკვე შეიძინა მისთვის ლოს-ანჯელესში 12 მილიონი ღირებულების მამული.


ბერონ ტრამპი, 15 წლის

მშობლები: დონალდ და მელანია ტრამპები

დაბადების თარიღი: 2006 წ. 20 მარტი

imageდონალდ ტრამპი შვილთან ერთად ინაუგურაციაზე, 2017წ. 20 იანვარი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი მამის ასლია (დედამისმა, მელანიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში მას "მინი დონალდიც" კი უწოდა): იგი არა მარტო ჰგავს ტრამპს ახალგაზრდობაში, პერიოდულად მამის ტანსაცმლის სტილსაც კი კოპირებს და უპირატესობას კოსტიუმებს გრძელი ჰალსტუხებით ანიჭებს. დიდი ხნის განმავლობაში პრესა და ინტერნეტის მომხმარებლები ხუმრობდნენ მის უცნაურ "ქცევებზე" საზოგადოებაში (ამბობდნენ კიდეც, რომ ბერონ ტრამპი აუტისტია, რის შემდეგაც მათ სოც ქსელებში პროფილები უუქმდებოდათ, ზოგიერთი ჟურნალისტი კი მაშინვე სამსახურს კარგავდა). თუმვა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბერონი უბრალოდ არ იყო მიჩვეული მთელი მსოფლიოს მხრიდან ყურადღებას და ამჯობინებდა ნიუ-იორკის "ოქროს ბიჭუნას" მოკრძალებულ ცხოვრებას: კერძო სკოლაში სიარულს, სადაც სწავლა წელიწადში 45ათასი დოლარი ღირს, Trump Tower-ში მისთვის განკუთვნილ სართულზე გართობას, დაცვის თანხლებით სეირნობას და დედის კოსმეტიკური ხაზის შავი ხიზილალის სახის ნიღბების კეთებას.

image


გაგრძელება







საინტერესო სტატიები:






როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი ადამიანების ცოლები

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image



მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის

image



როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო

image


ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image








0
689
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0