პარამეცნიერებები მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) 2021, 2 თებერვალი, 10:16 მრავალი ლეგენდა და მითი მოგვითხრობს იმ საოცარი არსებების შესახებ, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ადამიანის გაჩენამდე ცხოვრობდნენ, თუმცა შეიძლება ადამიანთა სახეობის გვერდითაც კი განაგრძობდნენ არსებობას. დრაკონები, ელფები, ფერიები... რეალურად არსებობდნენ თუ არა ეს არსებები, თუ ეს ლეგენდები მხოლოდ ფანტაზიაა? ლოხნესის ურჩხულზე მონადირეები ხშირად აქვეყნებენ საეჭვო ხარისხის ფოტოებს. იგივე შეიძლება ითქვას თოვლის კაცზე, რომლის არსებობის დამტკიცებას უკვე ასი წელია ცდილობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ადვილად შეიძლება მითიური არსებების ვიდეომონტაჟი, ფოტოები კი საკმაოდ რეალისტურად გამოიყურებოდეს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ იქნა, სავარაუდოდ მექსიკაში ნაპოვნი უცნაური, ფრთიანი არსების გამოკვლევის შედეგები. შეუძლებელია დაზუსტებით ილაპარაკო მოცემული მუმიის რეალურობაზე, მაგრამ თუ ის ნამდვილად იპოვნეს, მაშინ ის კიდევ ერთი მტკიცებულებაა დედამიწაზე სხვა რასების არსებობისა. არსება ფოტოზე ძალიან ჰგავს ლეგენდარულ ფერიებს. მითებს თუ დავუჯერებთ, ფერიასთან შეხვედრა მოსალოდნელი საშიშროების ნიშანია. ისინი მაგიური ძალით არიან დაჯილდოებული, შეუძლიათ ადამიანის აღქმა შეცვალონ და ზოგიერთი მათგანი ბნელეთის ძალებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ ხალხი გაურბოდა მათთან შეხვედრას. ფოტოების ავტორი ბრაიან ფორესტერია. თავის პუბლიკაციაში იგი გვარწმუნებს, რომ ნაპოვნი მუმია ინახება მეხიკოს ერთ-ერთ ლაბორატორიაში: "მე თვითონ ვნახე ეს უცნაური ფრთიანი არსება 2016 წლის იანვარში, მეხიკოში. როგორც ექსპერტ-ბიოლოგი, არ ვფიქრობ, რომ იგი ყალბია. ამ ფერიას ადამიანის გარეგნობა აქვს და ის ნამდვილია. ვისურვებდი მისი დნმ-ის ანალიზის გაკეთებას". ფორესტერმა ასევე აღნიშნა, რომ ნაპოვნი არსება შეისწავლეს რიგმა მეცნიერებმა, მათ შორის მისი გამოკვლევით დაკავებული იყვნენ ლინ მარზული და ჯეიმი მაუსანი. მუმიის შესწავლის შემდეგ მან დაწერა: "ეს უცხოპლანეტელი ჰიბრიდია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ის რაღაც ექსპერიმენტების შედეგია. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული. ჩვენ შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ და ვაჩვენოთ, რომ ამ ექსპერიმენტების მიღმა რაღაც არის, რომელიღაც ინტელექტი". უცნობი მუმიის შემსწავლელი ჯგუფის ავტორები გვარწმუნებენ, რომ მუმიის რენდგენის სურათები გადაიღეს და გამოაქვეყნეს, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა სურათების ნამდვილობაში ზოგიერთ სკეპტიკოსს ეჭვი ეპარება: მას ფრთები აქვს. ჩვენ კი გვაქვს მისი რენდგენის სურათები და კარგად ჩანს ძვლების სტრუქტურა. მთელი ეს ისტორია, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, რომ არა ერთი "მაგრამ". უჩვეულო არსებების მუმიებს დედამიწის სხვადასხვა ადგილებში ნახულობენ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ან უცნაურად ქრება, ან მისტიფიკაციად ცხადდება. იქნებ დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვისა და განვითარების ისტორია სულაც არ არის ისეთი, როგორც მიღებულია და უმრავლესობა თვლის? იქნებ მსგავსი არსებები სხვა პლანეტების ან პარალელური სამყაროების მსტოვრები არიან?... იქნებ დაინტერესდეთ:უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს? რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს? საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე 1267 4-ს მოსწონს
|