x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image

ცივილიზაციის განვითარებამ ადამიანის ევოლუციაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა: ადამიანმა დაკარგა არასჭირო თვისებები და შეიძინა მრავალი სხვა ახალი. მაგალითად, ჩვენმა ორგანიზმმა ისწავლა ძროხის რძის გადამუშავება მხოლოდ სამი ათასი წლის წინ, ადრე ჩვენი საშუალო სიმაღლე 30 სანტიმეტრით ნაკლები იყო და სხვ.

როგორ იმოქმედებს ჩვენზე მომავალში ახალი ტექნოლოგიები, როგორ შეიცვლება ადამიანი ათასი წლის შემდგომ?

ჩვენმა წინაპრებმა დროთა განმავლობაში ისწავლეს შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოპოვება და ურთიერთობა თანამოძმეებთან. ყველაფერმა ამან ადამიანში შემდეგი ცვლილებები გამოიწვია: გამართული სიარული, თმოვანი საფარის გაქრობა, მეტყველების განვითარება.

დღეს ჩვენს სამყაროს ტექნოლოგიები ცვლიან. ისინი ხშირად ანაცვლებენ ადამიანს მძიმე სამუშაოებში, ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, გვიცვლიან ჩვევებს.

როგორ შეიცვლება საზოგადოება ათასი წლის შემდეგ, თუ ეს პროგრესი გაგრძელდა?

სიმაღლეში მომატება

ლონდონელმა მეცნიერებმა ანალიზი გაუკეთეს მე-20 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე მოსახლეობის ფიზიკურ პარამეტრებს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის სიმაღლემ საშუალოდ 11 სანტიმეტრით მოიმატა.

image

ამას ხელი შეუწყო კარგმა კვებამ და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებამ. თუ საკვებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი შემდგომშიც გაიზრდება, მაშინ ათასი წლის შემდეგ ადამიანის სიმაღლე ისევ მოიმატებს და 190 სანტიმეტრს მიაღწევს.

თავის ქალის შემცირება

ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება არც თუ ისე კარგად იმოქმედოს ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, რადგანაც ყველა გათვლებსა და მონაცემების დამუშავებას თავის თავზე კომპიუტერები იღებენ. ადამიანის ტვინი დროთა განმავლობაში ზომაში შემცირდება, შედეგად კი შემცირდება თავის ქალა.

image

ამასთან შესაძლებელია თავის ქალის სისქის მომატებაც. ეს მოხდება ტვინის დასაცავად იმ რადიოგამოსხივებისგან, რომელთა წყაროც მრავალრიცხოვანი გაჯეტები და მოწყობილობებია. თუმცა შესაძლოა ჩვენ შევძლოთ გავაუმჯობესოთ ჩვენი აზროვნების შესაძლებლობები იმპლანტების წყალობით.

სხეულის აგებულების შეცვლა

ცხოვრების პასიური წესი და მინიმალური ფიზიკური დატვირთვები ბევრი პროფესიისთვის ნორმა გახდა. ხოლო იმ რობოტების გამო, რომლებიც ადამიანებს მძიმე სამუშაოებზე ენაცვლებიან, ჩვენ საერთოდ დავივიწყებთ ფიზიკურ შრომას. ამის გამო დაგვიმოკლდება ფეხები, დაგვისუსტდება კუნთები დატვირთვის არარსებობის გამო. კომპიუტერთან გამუდმებული მუშაობა და სმარტფონის გამოყენება გამოიწვევს ხელების და თითების დაწვრილებას და დაგრძელებას. ხერხემალი მორგებული გახდება ცხოვრების მჯდომარე წესთან. თვალები შეეჩვევა მონიტორის ეკრანთან დიდხანს მუშაობას.

image

საჭმლის მომნელებელი სისტემის შეცვლა

ათასი წლის განმავლობაში შიმშილი ხშირი მოვლენა იყო, ამიტომ ადამიანის ორგანიზმმა ისწავლა, თუ როგორ დააგროვოს რესურსები ჭარბი საკვების არსებობის პერიოდში, მოიმარაგოს მაქსიმალურად ცხიმები. ზუსტად ამიტომ გვიძნელდება გახდომა: ორგანიზმისთვის ეს სტრესია და მას არ უნდა დაგროვილი მარაგების გაცემა.


image

დღეს ბევრ ქვეყანაში დაძლეულია შიმშილი. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ საჭმლის მომნელებელმა სისტემამ შეიძლება დაიწყოს ადაპტაცია ცხიმიან და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებთან: ნაწლავების სიგრძე დამოკლდება, რათა ნაკლები საქაროზა და ნახშირწყლები შთანთქოს. ეს დაიცავს ორგანიზმს ზედმეტი წონის მომატებისგან. რბილი საკვები გახდება მიზეზი კბილების რაოდენობის შემცირებისა. უკვე დღეს არ ამოსდის ზოგიერთს სიბრძნის კბილები, რომელიც უძველეს ადამიანებს უხეში საკვების დასამუშავებლად ესაჭიროებოდათ.

თმის საფარის გაქრობა

image

თანამედროვე ადამიანებს, ჩვენს შორეულ წინაპრებთან შედარებით, არ აქვთ ხშირი თმის საფარი, რამდენადაც დღეს არ არსებობს მკაცრ კლიმატურ პირობებთან ადაპტირების აუცილებლობა. თბილმა ტანსაცმელმა და სახლების გათბობამ ხშირი თმის საფარი არასაჭირო გახადა.

imageგონიერი ადამიანი (მარცხნივ) და ნეანდარტალელი (მარჯვნივ). მომავალში თმის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება

რამდენად რეალურია ასეთი ცვლილებები?

მეცნიერების ასეთი წინასწარმეტყველება ფანტასტიურად და არარეალურად გვეჩვენება, მაგრამ ის ხომ ბოლო ასწლეულების დაკვირვებებს ეყრდნობა. თუ საზოგადოება გააგრძელებს ისე განვითარებას, როგორც ახლა, მაშინ მოყვანილი ჰიპოთეზები გამართლდება.




ასევე დაგაინტერესებთ:



1. ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?


2. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?


3. აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან


4. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


5. უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა


6. რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა


7. იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი?


8. "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება


0
544
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0