x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
როგორი უცნაური მეთოდებით მკურნალობდნენ ძველად

image

ეს სამედიცინო პრაქტიკები და შეგონებები 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სასაცილოდ და ცოტა ველურად გამოიყურება. თუმცა ძველ ეგვიპტელებს გულწრფელად მიაჩნდათ, რომ ტვინი სისხლს აგრილებს, ხოლო გული ინტელექტზე და აზროვნებაზე აგებს პასუხს. მაშ ასე, როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები?

1. ვერცხლისწყლის პროცედურები


image


ლეგენდის მიხედვით, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა, ცინ შიხუანდმა მხოლოდ თხევადი ვერცხლისწყლით გარშემორტყმულ საფლავში მოიპოვა სიმშვიდე. სწორედ ვერცხლისწყლის საშუალებით სურდა მას უკვდავების მოპოვება და მისი წყალობით გარდაიცვალა კიდეც. ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა როგორც ანტისეპტიკი, აგრეთვე ხმარობდნენ კანის დაავადებების დროს, ამატებდნენ მარილწყალში და კოსმეტიკაში. სიფილისსაც ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ. უკუჩვენება მხოლოდ ერთია: ნელი სიკვდილი.

2. თამბაქოს კვამლის ოყნა


image
მე-17, მე-18 საუკუნის რეანიმატოლოგის კომპლექტში შედიოდა პიკანტური თამბაქოს ოყნა, რომლისთვისაც იმ დროისთვის ინოვაციური მოწყობილობა იყო შემუშავებული: რეზინის რექტალური მილები. ექიმები თვლიდნენ, რომ თამბაქოს კვამლს შეუძლია თითქმის მკვდარი სხეული გაათბოს და აღადგინოს სუნთქვა. თავიდან ასეთი ოყნით რეანიმაციას უკეთებდნენ წყალში დამხრჩვალ ადამიანებს, შემდეგში კი უკვე ბევრ დაავადებებს "მკურნალობდნენ": გაციებას, თავის ტკივილს, თიაქარს, მუცლის ტიფს, ქოლერას და სხვ. 1811 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნიკოტინის ტოქსიკური ზემოქმედება გულზე, და ოყნა ამოიღეს ხმარებიდან.

3. მბრუნავი სკამები



image


მბრუნავი სკამი მე-19 საუკუნეში გახდა განსახიერება ფსიქიურად დაავადებულებისადმი ჰუმანური მოპყრობისა. ჯაჭვებით დაბმა, ბნელ ოთახში ჩაკეტვა, ცივი შხაპი, ინსულინის კომა-არ იძლეოდა განსაკუთრებულ ეფექტს. ახლა პაციენტებს ელეგანტურად ათავსებდნენ სკამზე და იქამდე ატრიალებდნენ, სანამ საცოდავები თავბრუსხვევისგან გონებას არ დაკარგავდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი კარუსელი ადამიანს შიზოფრენიისგან და სხვა ფსიქიური გადახრებისგან კურნავდა.

4. რადიოაქტიური წყალი


image


1900-იან წლებში საოცრად პოპულარული იყო რადიოაქტიური წყალი, რომლითაც მკურნალობდნენ ფსიქიურ დაავადებებს და აფერხებდნენ დაბერებას. წყლით მკურნალობდნენ დიარეას და მალარიას. რადიუმს უმატებდნენ არა მარტო წყალში, არამედ კანფეტებში, კონტრაცეპტივებში, სუპოზიტორიებში და კბილის პასტაში. სპა-მოყვარულთათვის არსებობდა რადიუმის კურორტები. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიაციული დასხივება სასიკვდილოა. ორგანიზმი რადიუმის ტოქსინების 80%-ს ფილტრავს, მაგრამ დარჩენილი 20% აკუმულირდება ძვლებში, სისხლში და ქსოვილებში.

5. ვიბრატორები ქალური ისტერიის მკურნალობისთვის



image


ადრე ექიმებმა "დანამდვილებით" იცოდნენ, რომ ქალები ორგაზმს არ განიცდიან.თუმცა ითვლებოდა, რომ ქალები მიდრეკილი არიან ისეთი აშლილობისკენ, როგორიცაა ისტერია, ამიტომ მათთვის აუცილებელი იყო სპეციალური თერაპია "ისტერიული პაროქსიზმის" მისაღწევად, რომელსაც ჩვენ დღეს ქალურ ორგაზმს უწოდებთ. უნდა აღინიშნოს, რომ მენჯის მასაჟები საუკუნეების მანძილზე იყო პოპულარული, დაწყებული ძველი საბერძნეთიდან 1920 წლამდე. პირველი ელექტროვიბრატორი მტვერსასრუტზე ადრე შექმნეს! რაღა თქმა უნდა სამედიცინო მიზნებისთვის.

6. წურბელები და სისხლის გამოშვება


image


წარსულში დალაქთან მიდიოდნენ არა მხოლოდ ვარცხნილობისთვის ან წვერის გასაპარსად, არამედ კბილის ამოსაღებად, ხელის მოტეხილობის დასაფიქსირებლად ან სისხლის გამოსაშვებად. მაშინდელი მედიცინა თვლიდა, რომ ორგანიზმში უნდა იყოს ოთხი სითხის ბალანსი: სისველის, ყვითელი და შავი ნაღველის, და სისხლის. სისხლის გამოშვება კი ბალანსის შენარჩუნების ძირითადი მეთოდი იყო. შემდეგ ამ მეთოდისთვის იყენებდნენ წურბელებს, და არა ლანცეტებს, რომლითაც ვენებს ჭრიდნენ. ჰირუდოთერაპიას დღესაც იყენებენ, მაგრამ დღეს ამ პროცედურას უფრო მეცნიერულად უდგებიან.

7. მორფინი რეცეპტის გარეშე


image


მორფინი როდესღაც ძირითად წამალს წარმოადგენდა სახლის აფთიაქში. მას დღესაც იყენებენ მედიცინაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, მაგრამ წარსულში ის იხმარებოდა გაციების, უძილობის და სხვ. სამკურნალო საშუალებად. ოპიუმის ბაზაზე დამზადებული სეროფები ითვლებოდა ბავშვების დამამშვიდებელ საშუალებად. 1900-იან წლებში აფთიაქში ურეცეპტოდ შეგეძლოთ შეგეძინათ დაპატენტებული წამლები დამზადებული კოკაინის, ჰეროინის, მორფინის და ოპიუმის ბაზაზე.

8. თავის ქალის ტრეპანაცია


image


ტრეპანაცია ქირურგიული პროცედურებიდან ერთ-ერთი უძველესია, რომელიც ჯერ კიდევ მეზოლითის ეპოქიდანაა ცნობილი. მას გამუდმებით იყენებდნენ მედიცინის ისეთი პიონერები, როგორებიც არიან ჰიპოკრატე ძველი საბერძნეთიდან და ჰალენი ძველი რომიდან. უძველესი მედიცინა თვლიდა, რომ ამ ოპერაციის საშუალებით გამოიდევნებოდა ბოროტი სული, რომელიც ფსიქიური დაავადების მიზეზი იყო. ტრეპანაციით ცდილობდნენ აგრეთვე შაკიკისა და ეპილეფსიური გულყრების მკურნალობას. ბარბაროსულად ჟღერს, მაგრამ ბევრმა პაციენტმა გადაიტანა ეს პროცედურა. 21-ე საუკუნეშიც არსებობს ტრეპანაცია, მაგრამ როგორც უკვე თავის ქალა-ტვინის ტრავმების შედეგად ნეიროქირურგიული ჩარევა.

9.კანიბალიზმი

image


დღევანდელი მედიცინა ხშირად იყენებს ერთის სხეულს, რათა განკურნოს მეორის. მაგ.: სისხლის გადასხმა და ორგანოების გადანერგვა. ჩვენს წინაპრებს "გვამების მედიცინის" მთელი მიმართულება ჰქონდათ. თავი გტკივათ? ძველი ეგვიპტელები სთავაზობდნენ მუმიის ფხვნილს. კუნთები გტკივათ? შეიზილეთ ადამიანის ქონი. ეპილეფსია? რომაელები თვლიდნენ, რომ დაგეხმარებათ გლადიატორის სისხლი. ადამიანის ორგანოები, ცხიმი, ძვლები, სისხლი და მუმიფიცირებული სხეულის ნაშთები მაგიურად ითვლებოდა და გამოიყენებოდა მე-18 საუკუნემდე.



შეიძლება დაგაინტერესოთ:


# უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ


# პირველი პლასტიკური ოპერაცია. სახის გადანერგვა


# საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს


# შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ


0
540
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0