x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კარე–კასკადი – წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ტრენდი და ვარიანტები
image


კასკადი მხოლოდ ამ წელს კი არა, უკვე დიდი ხნის მანძილზე არის უამრავი ქალბატონის რჩეული ვარცხნილობა. მიზეზი კი ის არის, რომ ეს უნივერსალური ვარცხნილობაა, რომელიც ყველას უხდება. ამასთან, თმის სისქეს და სახის ოვალს მნიშვნელობა არა აქვს. ამ ვარცხნილობის წყალობით, თმა უფრო მოცულობითი ხდება. და კიდევ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას განსაკუთრებული მოვლა არ ესაჭიროება. წელს კი, იმის გამო, რომ ამ ვარცხნილობას კარეც დაემატა, – ის უფრო პრაქტიკული გახდა.


image


საერთოდ, კარეს უამრავი სახეობა არსებობს და მათ შორის არის კარე–კასკადიც, რომელსაც ბევრი თავისებურება გააჩნია და იმის გადასაწყვეტად, ღირს, თუ არა, ამ ვარცხნილობის გაკეთება, აუცილებლად უნდა გავეცნოთ მაას უფრო ახლოს.


imageimage
კარე–კასკადის საფუძველს თმის მოკლე სიგრძიდან – გრძელისკენ გლუვი, შეუმჩნეველი გადასვლები წარმოადგენს და ეს ვარცხნილობა იმითაც არის გამორჩეული, რომ მას ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. ის ახალგაზრდა გოგონას და მოხუც ქალბატონს ერთნაირად უხდება.


imageimage


გარდა ამისა, ვარცხნილობას აქვს რიგი თავისებურებებიც:

1. თხელი და დასუსტებული თმისთვის მოცულობის დამატების შესაძლებლობა;

2. თმის სწრაფად მოწესრიგების შესაძლებლობა – კეფასთან მისთვის მოცულობის მისაცემად, ფენის ერთი გადასმაც საკმარისი იქნება;

3. კარე–კასკადი აახაგაზრდავებს – ამ ვარცხნილობით ქალბატონები ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან;

4. კარგად იხამებს თმის ღებვის ნებისმიერ სახეობას, როგორც ერთ ფერში შეღებვას, ისე მელირებას, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ან თუნდაც, ფერაფ მელირებას



imageimage


კარე–კასკადი რამოდენიმე პოპულარულ სახეობას ითვლის. ესენია:



I. იტალიური. ეს ვარცხნილობა იმით არის გამორჩეული, რომ გადასვლა სხვადასხვა სიგრძის თმას შორის შესამჩნევია და ამასთან, თმის სიგრძის პროპორციებიც დაცულია;


image
2. აჩეხილი. გადასვლებს სწორი ნაპირები არა აქვს, რაც თმის დახრილი კუთხით ჩამოჭრით მიიღწევა;


image

3. ორმაგი. ასეთ ვარცხნილობაში აშკარად ჩანს ზედა «ქუდი», წომელიც თმის ქვედა ნაწილს ეფარება;


image

4. გრადუირებული. ამ ვარცხნილობაში ფენა შესამჩნევია, მაგრამ გადასვლები რბილია და გლუვია.


image

5. ბობ–კარე კასკადი. აქ ერთდროულად სამი ვარცხნილობაა თავმოყრილი: ზედა «ქუდი» მან ბობისგან მიიღო, ხოლო გვერდების ფორმა – კარესგან.


image
ასე, რომ, კარე–კასკადს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ 2020-ის ყველაზე მოდურ ვარცხნილობად იქცეს!


imageimageimageარხის სხვა სიახლეები:
image

imageimage

1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
2. «არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა
3. ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)
4. «ცოცხალი» მიცვალებულები

5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა

6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

0
930
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0