x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინე ტყე და ამ ტყეში ტბა. შეეცადეთ, ყველა დეტალი კარგად დაიმახსოვროთ: წყლის ფერი, გამჭვირვალობა, არის თუ არა მზე, მცენარეები მასში. დააკვირდით წყლის ზედაპირს და ნახეთ, თუ დაცურავენ ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები...


image


ახლა დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული სურათები და ის ტბა აირჩიეთ, რომელიც უფრო ახლოს დგას თქვენს წარმოდგენებში გაჩენილ ტბასთან.



I ტბა

image
ლამაზი და ნათელი სული გაქვთ.

მზად ხართ, სითბოთი და სინათლით ყველა გაათბოთ.

თქვენს სულში ყოველთვის აქვს ადგილი სიყვარულს...

რომელსაც არიგებ და საპასუხოდ იღებ კიდეც.

თქვენს სულში, წლის ნებისმიერ დროს, უმშვენიერესი ყვავილები ყვავის.

საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობთ.

და თქვენნაირი ადამიანი ძალიან ცოტაა!



II ტბაimage
ერთი შეხედვით – სული ღია და ნათელია...

და თქვენი ზრახვები საოცარი და სუფთაა.

მზად ხართ საკუთარ სულში ყველა შეუშვათ,

როდესაც ყველაფერი კარგად არის.

მაგრამ, თუ მასში ბზარი გაჩნდა და «სარდაფის» კარი გამოჩნდა...

მას ბოქლომიც დაედება, რომლის გასაღები მხოლოდ თქვენ გექნებათ.

იქ ცივა და სევდიანი გარემოა... და არც სინათლე აღწევს.

მაგრამ, სწორედ ეს იქნება თქვენი თავშესაფარი, თუ ვინმე გაწყენინებთ ან გულს გატკენთ.



III ტბა


image
თქვენი სული ადამიანებისთვის და მზისთვისაც დახურულია...

თუ იმედგაცრუებული ხართ, სხვებისთვის კი არა,

საკუთარი თავისთვისაც, არაფრის კეთება გინდათ.

და გულშიც სიცარიელეა...

თუმცა, ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს!

დაისის შემდეგ – აისი იწყება...

ახალი დღე დადგება და სულიც გათბება!

სიყვარული მოვა და ნისლს სინათლე გაფანტავს!



IV ტბა

image
თქვენში იმდენი სინათლე და სითბოა,

რომ სულში შეღწევა ნებისმიერს შეუძლია.

მაგრამ, განზრახვა ყველას სუფთა არა აქვს...

და ამ ჭუჭყისგან არც თქვენ ხართ დაცული.

ფსკერი არ ჩანს და წყალიც მღვრიეა...

და ცოტა დასვენებაც ცუდი არ იქნება.

ასევე, საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნვა არ გაწყენთ...

და ფიზიკური ვარჯიშით დაკავებაც კარგი იქნება.



V ტბა

image
თქვენთვის ცხოვრება ზებრასავით ზოლიანია...

და სულიც ასეთი გაქვთ, – მისი შესაფერისი:

ხან მღერით და ეიფორიაში ხარ, ბედნიერებისგან.

ხან თქვენში ისეთი წყვდიადია, რომ «გვირაბის ბოლოს სინათლე არ მოჩანს».

ამგვარ ცვლილებებს, რახანია მიჩვეული ხართ.

აღარც არაფერი გაკვირვებს და ცხოვრებაში, არც საოცრებას ელით.

ხოლო, თქვენი სული, ბევრისთვის გაუგებარი

და უღრან ტყესავით იდუმალია.



VI ტბა

image
უამრავჯერ გაწყენინეს!

არაერთხელ დაგამცირეს...

მაგრამ, თქვენი გატეხვა და დაშლა მაინც ვერ მოახერხეს

და ვერც სიყვარულის ჩაკვლა მოახერხეს თქვენში.

ბევრი ტკივილის და დამცირების მიუხედავად,

სულის სიმტკიცის და სისუფთავის შენარჩუნება მაინც შეძელით.

ელოდეთ და გწამდეთ, რომ «გაზაფხული თქვენს ქუჩაზეც» მოვა...

და ბედნიერება აუცილებლად გეწვევათ,

რადგან, სხვანაირად არ შეიძლება!



VII ტბა

image
თქვენს სულში წყენა და ბოროტებაა ჩაბუდებული,

რომელიც შინაგანად გტანჯავთ და გამძიმებთ.

ნუღა იფიქრებთ ცუდზე.

წყენა გაუშვით და აღარ იფიქროთ იმაზე, რაც იყო.

უშეცდომო არავინაა...

და მათ შორის, არც თქვენ.

ამიტომ, თავს ნუ იტანჯავთ,

რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება!



VIII ტბა

image
გაქვთ სუფთა, ნათელი და მშვიდი სული...

და კონკრეტულად ამ მომენტში, არავინ გჭირდებათ,

რადგან თავს მარტოც კარგად გრძნობთ...

საკუთარი თავისთვის, თავადვე ხართ ყველაფერი.

ახლა მთავარია, კარგად დაისვენოთ,

რომ მომავალი «ფრენისთვის», ძალები მოიკრიბოთ.

imageimageimageimageimageimageimage






0
750
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0