x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები

ამ ზაფხულს, NASA წითელ პლანეტაზე ყველაზე თანამედროვე მარსმავალის გაგზავნას გეგმავს და თუ ყველაფერი გეგმიურად განხორციელდა, უახლოეს მომავალში, მარსის გრუნტის ნიმუშები უკვე დედამიწაზე იქნება და პლანეტასთან დაკავშირებულ, ყველა კითხვაზე პასუხი გვექნება.

«მარსი-2020» მისიის წყალობით, მეცნიერები უკვე ზუსტად შეძლებენ იმის დადგენას, არის, თუ არა, მარსზე სიცოცხლე და იყო, თუ არა, ის შორეულ წარსულში, როგორც ამას პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომ-ასტროფიზიკოსი პროფესორი ჯეისონ რაითი (Jason Wright) ამტკიცებს.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ში ჩატარებულ ასტრობიოლოგების კონფერენციაზე (Mars Extant Life), განხილული იყო მარსზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის საკითხი და მასზე დამსწრე მცნიერების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თუ პლანეტაზე სიცოცხლე მართლაც არსებობს, ის მიწისქვეშეთში უნდა იყოს ჩამალული.


ყველაზე საშინელი ადგილი


ამ შეხვედრას NASA–ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი ვლადა სტამენკოვიჩიც (Vlada Stamenković) ესწრებოდა, რომელმაც კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე მართლაც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.


image


«მარსის წედაპირი მეტისმეტად ოქსიდირებული, რადიაციულად მძიმე და არასტაბილურია წყლის შემცველობით, რომელიც ძალიამ მცირე დროის მონაკვეთებში ვლინდება. პლანეტის ზედაპირი – მარსზე სიცოცხლის მოსაძებნად, ყველაზე ცუდი ადგილია», – აღნიშნა მან.


მარსის გვირაბები


აღნიშნულ კონფერენციაზე განხილული იყო ასევე, ფარსისის (Tharsis – რეგიონი მარსზე) პროვინციაში (წითელი წერტილი რუკაზე) აღმოჩენილი 1000-მდე გამოქვაბულის საკითხი, რომლებიც, შესაძლებელია, მიწისქვეშეთში მიმავალი გვირაბების საწყისები იყოს და სიღრმეში, ისეთივე რთულ სისტემებს ქმნიდეს, როგორც დედამიწაზე.


imageimage
კონფერენციაზე დამსწრე, ზოგიერთმა მეცნიერმა აზრი გამოთქვა მარსზე რობოტების გაგზავნის და ამ გვირაბების კვლევის შესახებ. თუმცა, მსგავსი პროექტის განხორციელება ძალიან ძვირი და ტექნოლოგიურად პრობლემური იქნება, რომ აღარსაფერი ვთქვათ, იმ საფრთხეებზე, რომელიც, შეიძლება, ადგილზე შეიქმნას.


image
ვლადა სტამენკოვიჩის თქმიოთ, ყველაზე გააზრებული გამოსავალი, დღევანდელ რეალობაში, – ახალი მარსმავალია, რომელიც იმ ადგილზე დაჯდება, სადაც წარსულში შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო. ეს აპარატი მნიშვნელოვნად ბევრ ინფორმაციას მოგვაწვდის, ვიდრე მისი წინამორბედი – NASA Curiosity-ი. ასე, რომ, ახლო მომავალში, მეცნიერებისთვის უამრავი მასალა იქნება ხელმისაწვდომი, რაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენის შანსს გაზრდის ან მის არ არსებობას დაამტკიცებს.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აპარატი ვერ გაუმკლავდება მასზე დაკისრებულ ამოცანებს, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო, – ვიდრე მარსზე ადამიანები არ გაემგზავრებიან (პირველი ვიზიტი წითელ პლანეტაზე, 2037 წ. იგეგმება).

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

2. აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. 10 რამ რაც მამაკაცების უმრავლესობას ქალის გარეგნობაში მოსწონს

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

1
1297
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1297
  
2020, 21 მარტი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1