x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძველი რომის შესახებ

image


I. Acta diurna populi Romani («რომაელი ხალხის ყოველდღიური ამბები») იყო ყოველდღიური «გაზეთი», რომელიც გაიუს იულიუს კეისრის (ძვ. წ. აღრ. 100–44 წწ.) ბრძანებით დაარსდა და თითქმის 300 წლის მანძილზე გამოდიოდა. ეს იყო თაბაშირის ფირფიტა, რომელზეც დღის ამბები იყო ამოტვიფრული: ინფორმაცია სენატის შესახებ, იმპერატორის გადაწყვეტილებები, კრიმინალური ქრონიკები, ჭორები და ა. შ.

imageII. ინსულა ფელიქსი (Insula Felix) – მრავალბინიანი სახლი, რომელიც ქირავდებოდა, ძველ რომში ნამდვილ ცათამბჯენს წარმოადგენდა. ის, დაახლოებით, 30 მ. სიმაღლის, 15-20 სართულიანი შენობა იყო. ასევე ცნობილია, რომ ზედა სართულის ბინები ნაკლებად კომფორტული იყო და შედარებით იაფი ღირდა. imageIII. «რომაული მისალმება» იმ სახით, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, არ არსებობდა. მისი გამოსახულება პირველად ჟაკ ლუი დავიდის ტილოზე, – «ჰორაციების ფიცზე» გამოჩნდა. ასე, რომ, ფაშისტები არარსებულ «რომაულ» ტრადიციას აგრძელებდნენ.


image


IV. ძველ რომში მონებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ. მათ შეეძლოთ ამ ფულის დაგროვება და თავისი ან სხვისი თავისუფლების ყიდვა. გარდა ამისა, მონებსაც შეეძლოთ, თავის მხრივ, მონები ჰყოლოდათ.

image
V. ძველი რომის ქალაქებში ცხოვრების დონე იმდენად მაღალი იყო, რომ იმ მაჩვენებლებამდე ევროპამ მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. მაგ., ახ. წ. აღრ 14 წ. მშპ, იმპერიის ტერიტორიაზე, საშუალოდ, 570 $ შეადგენდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, პური, აბანო და სანახაობა უფასო იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ მაშინ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პირობები არ არსებობდა და აკრძალვის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობა ყველა სიბუნძურეს გარეთ ყრიდა, ქუჩებში ისეთი ანტისანიტარია იყო, რომ მისი სუნი «ზეცას» სწვდებოდა.

imageimageimageimageimageimageimageimage







0
1034
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1034
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0