რეცხვადი კლავიატურა 23 აგვისტო 2012, 17:02:40
AUTO PLAY
კომპანია Logitech-მა მომხმარებელს ახალი კლავიატურა შესთავაზა, რომლის გარეცხვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ კლავიატურაზე ჩაი ან ყავა დაგესხათ, პრობლემა შეგიძლიათ მარტივად გადაჭრათ - კლავიატურა წყალში გარეცხოთ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ კლავიატურას აქვს სპეციალური დრენაჟის ხვრელები, რომლების საშუალებით ის სწრაფად შრება. ხელმძღვანელობამ კლავიატურის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დამტკიცდა, რომ ის ბაქტერიების ბუდეა.
0
|
|