არქეოლოგიური აღმოჩენა 8 ივლისი 2012, 20:05:42
AUTO PLAY
არქეოლოგებმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ნასახლარი და სხვადასხვა ნივთები დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, მშენებლობის დროს იპოვეს. არქეოლოგების განმარტებით, ნივთები ძვ.წ. აღ-ის პირველ ათასწლეულს განეკუთვნება. როგორც "პალიტრა ტვ"-ს არქეოლოგმა ნინო ახვლედიანმა განუცხადა, ნამოსახლარის სავარაუდო ასაკი 3100-3200 წელია. სამოსახლოში ფილებით იყო მოპირკეთებული იატაკი, კედლები კი შელესილი იყო. ნამოსახლარი მხოლოდ სამი დღეა, რაც აღმოაჩინეს. ახვლედიანის თქმით, ჯერჯერობით, საკმაოდ მწირი მასალაა მოპოვებული, თუმცა, გათხრები გაგრძელდება, რის შემდეგაც, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნივთის აღმოჩენას ელიან. აღმოჩენილია პატარა ქოთნები, რკინის ნამგალი, სადაფის ნივთი, გულსაბნევი და ბრინჯაოს ღილი. კედელზე შემორჩენილია ხანძრის კვალიც. გათხრები სავარაუდოდ ორ კვირას გაგრძელდება.
1
|
|