ყველაზე სწრაფი ადამიანი - მევიოლინე, რომელიც წამში 15 ნოტის სიჩქარით უ 22 ნოემბერი 2012, 13:56:36
AUTO PLAY
მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა მევიოლინემ, ბენ ლიმ "ყველაზე სწრაფი ზეადამიანის" ტიტული მოიპოვა. მან Flight of the Bumblebee წამში 15 ნოტის სიჩქარით დაუკრა და ბრიტანული ტელეარხ Discovery-ს ტელეშოუ Superhuman Showdown-ში ახალი რეკორდი დაამყარა. ანონიმმა ჟიურის წევრებმა და მეცნიერებმა 32 წლის მუსიკოსს სხვა ორ კანდიდატთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეს. მკვლევარები ელექტრომაგნიტურ იმპულსებს იყენებდნენ, რომ პრეტენდენტების ტვინის აქტივობას დაკვირვებოდნენ. ბენ ლი ვიოლინოზე ხუთი წლიდან უკრავს, 16 წლისა პრემია "წლის ახალგაზრდა ჯაზ-კომპოზიტორზე" იყო ნომინირებული. იგი პირველი მევიოლინეა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. შარშან, ავარიის შემდეგ, მევიოლინემ საკუთარი თითები 3 მლნ ფუნტად დააზღვია. რეკორდსმენმა Flight of Bumblebee (დიდი ბზუალას ფრენა) მთლიანად 58,05 წამში შეასრულა.
0
|
10.00
k
30.00
k
|