სამხედრო მტვერსასრუტი 20 ივნისი 2012, 13:27:07
AUTO PLAY
ამერიკელმა ინჟინრებმა ადამიანი-ობობას სპეციალური ეკიპირება შექმნეს. ამიერიდან ქვეყნის სამხედრო ძალების ჯარისკაცები კედლებზე ასვლას სპეციალური მტვერსასრუტის მეშვეობით შეძლებენ. აპარატი ამავე სტრუქტურის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში იქნა შექმნილი. მათი პირობების თანახმად, აპარატი ათი კილოგრამი უნდა ყოფილიყო და მისი დახმარებით კედელზე ასასვლელად თოკები აღარ უნდა ყოფილიყო საჭირო. მოწყობილობა იუტას უნივერსიტეტის შვილობილია და Personal Vacuum Assisted Climber ჰქვია. შემქმნელების განცხადებით, მისი დახმარებით მოძრაობა ისევე ადვილია, როგორც კიბეზე ასვლა.
0
|
|