"14 წლის გოგომ დაურეკა დამრიგებელს და დახმარება სთხოვა" - რუსთავში მოსწავლეებმა ნარკოტიკი მიიღეს 15 თებერვალი 2019, 10:20:19
AUTO PLAY
რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მოიხმარეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ. ინფო რუსთავი ფაქტის გადასამოწმებლად 25-ე საჯარო სკოლაში მივიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც. დირექტორის ინფორმაციით, ბავშვები შარტავას გამზირზე იმყოფებოდნენ. წყარო: ინფორუსთავი
39
|
|