ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბარაკ ობამა მოლაპარაკებებზე მიიწვია 22 თებერვალი 2014, 17:10:46
AUTO PLAY
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. "ვენესუელასა და აშშ-ს შორის დიალოგის მოწოდებით გამოვდივარ. მოდით, გავმართოთ მაღალი დონის დიალოგი და სიმართლე მაგიდაზე დავდოთ", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. მისივე თქმით, დიალოგი რთული და კომპლექსური იქნება. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ვენესუელამ ქვეყნიდან სამი ამერიკელი დიპლომატი დაითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვენესუელას ხელისუფლება ქვეყანაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივ დარბევაში დაადანაშაულა, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, 137 კი დაშავდა. თავის მხრივ, ნიკოლას მადურომ აშშ ვენესუელას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|