თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, გაიტაცეს, ჟენევაში დაჯდა 17 თებერვალი 2014, 15:46:30
AUTO PLAY
ეთიოპიის ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ადის აბიბადან რომში ასრულებდა რეისს, ჟენევაში დაჯდა. აღნიშნული ავიაკომპანიის თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაცია დასავლურმა მედიამ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა 767-300 გატაცების განგაშის სიგნალი მაშინ ჩართო, როდესაც სუდანის თავზე იმყოფებოდა. უცხოურ მედიაში ასევე ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის პილოტი გაიქცა. თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან.
0
|
|