"პუტინს უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანა იანუკოვიჩმა სთხოვა" - ვიტალი ჩურკინი 4 მარტი 2014, 19:25:26
AUTO PLAY
"უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა წერილობით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანა სთხოვა, ქვეყანაში კანონისა და წესრიგის აღდგენის მიზნით" - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა ორშაბათს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. "უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ქვეყანაში ქაოსი და ანარქიაა. ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ყირიმში, საფრთხის ქვეშაა. დასავლეთის ხელშეწყობით ხორციელდება ტერორი და ძალადობა. ადამიანებს დევნიან პოლიტიკური და ენობრივი ნიშნით. ამასთან დაკავშირებით, მივმართავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თხოვნით, გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კანონის, მშვიდობის, წესრიგის, სტაბილურობის აღდგენისა და უკრაინის მოსახლეობის დაცვის მიზნით", - ნათქვამია ვიქტორ იანუკოვიჩის წერილში, რომელიც, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, 2014 წლის პირველი მარტით არის დათარიღებული.
0
|
|