სტამბოლში ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა ამოიყვანეს 7 თებერვალი 2019, 16:16:54
AUTO PLAY
სტამბოლში მაშველებმა 5 წლის ბავშვი გადაარჩინეს. გოგონამ შენობის ნანგრევებში თითქმის 18 საათი გაატარა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სტამბოლში საცხოვრებელი შენობა, რომელშიც 14 ბინა იყო განლაბებული, გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3 და დაშავდა 13 ადამიანი. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. მაშველები ამბობენ, რომ მათ ნანგრევებიდან ხალხის ხმა ესმით. არსებობს მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის რისკი. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია განხორციელდა ყველა იმ შენობიდან, რომელიც დანგრეული კორპუსის სიახლოვეს დგას. საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.
20
|
|