სტამბოლში 7-სართულიანი სახლის ჩამონგრევის პირველი წამები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა 7 თებერვალი 2019, 11:25:22
AUTO PLAY
სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტამბოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი სტამბოლის კარტალის რაიონში 15:59 საათზე ჩამოინგრა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გუბერნატორ ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.
14
|
|