ადგილზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წყლით იყო დაფარული, ახალი კუნძული გაჩნდა 7 თებერვალი 2019, 11:12:48
AUTO PLAY
წყნარ ოკეანეში, ტონგასთან ახლოს, ახალი კუნძული გაჩნდა. მას არაოფიციალურად "ჰუნგა ტონგა" ჰქვია. კუნძული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ კუნძული მალევე დაიფარებოდა წყლით, თუმცა "ნასას" მეცნიერების მტკიცებით, კუნძული ამ ფორმით 6-დან 30 წლის განმავლობაში იარსებებს. "ჰუნგა ტონგაზე" ხშირად მოფრინავენ ფრინველები და გაჩნდა მცირე მცენარეული საფარიც.
26
|
|