ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტბა დუღს - ზამთრის საოცრება აშშ-ში 31 იანვარი 2019, 13:50:02
AUTO PLAY
აშშ-ის რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. BBC-ის ინფორმაციით, უამინდობამ, სულ მცირე, 7 ადამიანი იმსხვერპლა. ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიდის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა. ჩიკაგოსთვის, რომელიც აშშ-ში სიდიდით მესამე ქალაქია, სიცივე უცხო არ არის, თუმცა ამჯერად ყინვა რეკორდულია. ქალაქის ორ მთავარ აეროპორტში 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეწყდა მატარებლების მიმოსვლაც. ოფიციალური პირები სთხოვენ მოსახლეობას, შენობის გარეთ 10 წუთზე მეტი ხნით ნუ გაჩერდებიან.
27
|
1099.00
k
1499.00
k
|