მე-9 კლასის მოსწავლემ მასწავლებლისგან ინტიმური ხასიათის შეტყობინება მიიღო - რას ამბობს თავად პედაგოგი? 28 იანვარი 2019, 23:12:25
AUTO PLAY
14 წლის მოზარდი, შესაძლოა, პედაგოგის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყოს - ინტიმური ხასიათის ტექსტური შეტყობინება მე-9 კლასის მოსწავლემ მასწავლებლისგან სოციალური ქსელით მიიღო. 14 წლის გოგონამ მომხდარის შესახებ თანაკლასელებს უამბო. ინფორმაცია სკოლაში მეორე დღესვე გავრცელდა. მომხდარის შესახებ შეიტყო გოგონას ოჯახმაც. დედა ჰყვება, რომ გზავნილი არ უნახავს. სავარაუდოდ, მოზარდს ის ტელეფონიდან თავად პედაგოგმა წააშლევინა. "კურიერმა" ამ თემაზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა.
279
|
|