რა ხდებოდა თბილისი მოლში ევაკუაციის გამოცხადების დროს 9 იანვარი 2019, 19:31:11
AUTO PLAY
თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ მოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე წუთის წინ მოლში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც. როგორც თბილისი მოლში მომუშავე მოქალაქე განმარტავს, იქ მყოფებმა კვამლის სუნი იგრძნეს, თუმცა ხანძარი არ დაუნახავთ. თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თბილისი მოლის პარკინგზე ავტომანქანა იწვის. ვიდეოს "ფეისბუქზე" კრისტენ ჯაგიევი ავრცელებს.
14
|
|