"აუცილებლად ვიქნები ტელევიზიაში" - ინგა გრიგოლია 30 აგვისტო 2015, 18:33:43
AUTO PLAY
სექტემბრიდან "იმედის კვირა" და "რეაქცია" ეთერში აღარ გავა. არხის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების რეფორმა იგეგმება. "იმედის" განცხადება ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე გუშინ ღამით გამოქვეყნდა. ინგა გრიგოლია, რომელიც ორივე გადაცემის წამყვანი იყო, ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ ჩარევას" უკავშირებს. "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკვე მიიღო რამდენიმე შემოთავაზება, რომელთაგან "ერთზე კინაღამ მიიღო გადაწყვეტილება". ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ის აუცილებლად იქნება ტელევიზიაში.
1
|
|