ბერძნებმა ევროპას უთხრეს "არა" - საბერძნეთი რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობს 6 ივლისი 2015, 13:25:06
AUTO PLAY
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს; 38,7 პროცენტი კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა. ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდებოდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრებოდა.
0
|
|