კოტე ინფარქტით დაიღუპა - მსახიობის მეუღლემ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა 22 ივლისი 2015, 13:22:30
AUTO PLAY
მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. კოტეს მეუღლემ, განო მელითაურმა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვალების დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც ჟურნალისტებს განო მელითაურმა განუცხადა, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მსახიობის "კაიფში გაპარვის" შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა. "კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა", - აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ.
0
|
|