ოქროყანაში მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი დაიღუპა 29 აგვისტო 2015, 13:21:07
AUTO PLAY
ოქროყანაში წუხელ ღამით ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა. ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ. როგორც ახლობლებლებმა განაცხადეს, გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა. ლევან გვაზავა ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული, მისი გარდაცვლილი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი კი საკუთარ სახლში გადაასვენეს.
3
|
|