ავსტრიაში სატვირთო მანქანა-მაცივარში 71 სირიელი მიგრანტის ცხედარი იპოვეს 28 აგვისტო 2015, 14:54:40
AUTO PLAY
ავსტრიის ბურგენლანდის პროვინციაში გზაზე მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 71 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. "CNN"-ის ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა - 60 ადამიანი მამაკაცია, 8 ქალი და სამი რვა წლამდე ასაკის ბავშვი. ცხედრები უნგრეთის საზღვართან ახლოს იპოვეს. სატვირთო მანქანა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, სირიის ომს გამოქცეული ადამიანები არიან, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდნენ ქათმის ხორცის გადასატან მანქანა-მაცივარში. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა სატვირთოს მფლობელი და ორი მძღოლი. ათიათასობით მიგრანტი ევროპაში ჩასვლას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ცდილობს. მათი ნაწილი გზაში იღუპება. ოფიციალური მონაცემებით, წელს ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
0
|
140.00
k
225.00
k
|