აშშ-ში ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში მოკლეს 26 აგვისტო 2015, 21:38:27
AUTO PLAY
ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ-TV-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა. ჟურნალისტი არხისთვის პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა და რესპოდენტს ესაუბრებოდა, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი გაიხსნა. პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზევე დაიღუპნენ. უცნობია, თუ რა ბედი ეწია რესპოდენტს.
0
|
|