აშშ-ს ციხეში საფრენი აპარატით პორნო-დისკები და ნარკოტიკები გადაჰქონდათ 25 აგვისტო 2015, 14:08:31
AUTO PLAY
ამერიკის შტატ მერილენდის ერთ-ერთი ციხის თანამშრომლებმა უპილოტო საფრენი აპარატი დაიჭირეს, რომლის დახმარებით ორი მამაკაცი პატიმრებისთვის პორნოგრაფიისა და ნარკოტიკების მიწოდებას ცდილობდა. ინციდენტი 23 აგვისტოს ღამით მოხდა. პოლიციელებმა გზაზე ავტომობილი გააჩერეს, რომელიც ციხესთან ახლოს მოძრაობდა. მასში ორი მამაკაცი იჯდა, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატის გაშვებას აპირებდნენ. დრონზე იარაღი, თამბაქო, სხვადასხვა "სპაისი" და პორნოგრაფიული დისკები იყო.
4
|
|