საფრანგეთის მატარებელში 26 წლის მამაკაცმა 3 მგზავრი დაჭრა 22 აგვისტო 2015, 17:36:10
AUTO PLAY
21 აგვისტოს ამსტერდამი-პარიზის მატარებელში მგზავრმა ცეცხლი გახსნა. კალაშნიკოვით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 მგზავრი დაჭრა. ბოროტმოქმედის გაუვნებელყოფა რამდენიმე ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა შეძლო, რომლებიც ამავე მატარებლის მგზავრები იყვნენ. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათ "სიმამაცისთვის და სწრაფი რეაქციისთვის" მადლობა გადაუხადა. მგზავრებმა მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე ავარიულად გააჩერეს და თავდამსხმელი პოლიციას გადასცეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 წლის მაროკოელია. თავდასხმის მოტივი უცნობია.
0
|
|