სანკტ-პეტერბურგში კაზაკებმა ლუდის ქილა კბილებით გაგლიჯეს 21 აგვისტო 2015, 20:04:30
AUTO PLAY
სანკტ-პეტერბურგში რუსმა კაზაკებმა მუსიკოს სტას ბარეცკისთან ერთად ქსელ "აშანის" ჰიპერმარკეტებში იმპორტირებული პროდუქტების საწინააღმდეგო რეიდი მოაწყვეს. რეიდის დროს ბარეცკიმ ჟურნალისტების წინ ლუდ Tuborg-ის რამდენიმე ქილა კბილებით გაგლიჯა და ჰიპერმარკეტის ადმინისტრაციისგან უცხოურის ნაცვლად დახლების რუსული ლუდით შევსება მოითხოვა. კაზაკთა "პატრულის" წევრებს თან პროდუქტის ჩამონათვალი ჰქონდათ, რომლებიც რუსული სასურსათო ემბარგოს შესაბამისად უნდა შემოწმდეს. საბოლოოდ მაღაზიების დახლებზე იტალიური მაკარონი, ესპანური ზეითუნის ზეთის, ლიტვაში წარმოებული კიტრის მწნილი და რიგი სხვა პროდუქტები ნახეს. ქვითარის მიღების შემდეგ კაზაკები მაღაზიის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც მათ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის საბაჟო დეკლარაცია წარუდგინეს. რუსულ საქნციებში მოხვედრილი პროდუქტების მოძებნა მათ მაინც ვერ მოახერხეს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|