ქალმა მისი სიმართლის დასამტკიცებლად მოსამართლის წინ მკერდი მოიშიშვლა 21 აგვისტო 2015, 17:59:35
AUTO PLAY
54 წლის სუზან მარი სურეტი პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უწესრიგო ქცევისთვის დააკავა. იმის დასამტკიცებლად, რომ დაკავების დროს პოლიციელები უხეშად მოექცნენ, ქალმა სასამართლოში მკერდი მოიშიშვლა და მოსამართლეს სხეულზე მიყენებული დაზიანებები აჩვენა. როგორც გაირკვა, სუზანი სექს-მუშაკია და მისი ზედმეტსახელი "კაილა ქაფქეიკია". ადვოკატმა ქალის ქცევა იმით გაამართლა, რომ სუზანს მედიკოსების დახმარება ესაჭიროება. საბოლოოდ, მოსამართლემ სექს-მუშაკი 100-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და სამედიცინო მკურნალობის კურსის ჩატარება დააკისრა.
0
|
|