სვანეთი და სვანები CNN-ის ობიექტივში 20 აგვისტო 2015, 17:15:53
AUTO PLAY
სვანეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მდებარეობს, ყოველთვის იპყრობდა უცხოელების და ადგილობრივების ყურადღებას. ამჯერად კი მხარე, რომელიც ცნობილია მდიდარი კულტურით, საუკუნოვანი კოშკებით და ძველი ტრადიციებით, CNN-ის ობიექტივში მოექცა. რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში და CNN-ის კორესპონდენტი მამა გიორგი ჩართოლანს გვაცნობს. შემდეგ კი უშგულის მოსახლეობისა და ადგილობრივების ტრადიციების შესახებ საქართველოში მცხოვრები ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი საუბრობს, რომელიც სვანეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა.
5
|
|