მამაკაცი სელფის გადაღების დროს ხარმა იმსხვერპლა 11 აგვისტო 2015, 17:30:05
AUTO PLAY
ესპანეთში ტრადიციული სადღესასწაულო ხარების რბოლის დროს ქალაქ ვილიასეკა და პა საგრაში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ცდილობდა, მორბენალი ცხოველების ფონზე სელფი გადაეღო. 32 წლის მამაკაცს ხარმა რქები კისერსა და მხარში გაუყარა და რამდენჯერმე ააგდო მაღლა. დაზარალებული უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. როგორც გაირკვა, ხარმა რქებით მამაკაცს არტერია დაუზიანა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ყველა სადღესასწაულო ღონისძიება შეაჩერეს, რომელთა გამართვაც მთელი კვირის განმავლობაში იყო დაგეგმილი.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|