რას ამბობდა ნიკა გვარამია "ტელეიმედის" დაყადაღებაზე 2007 წელს 7 აგვისტო 2015, 15:48:50
AUTO PLAY
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა. ამ თემაზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არაერთი კომენტარი გააკეთა. მიმდინარე პროცესები მან ხელისუფლების ზეწოლად შეაფასა. მაგრამ რა პოზიცია ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების გენერალური პროკურორის მთავარ მოადგილე ნიკა გვარამიას 2007 წელს ”ტელეიმედის” ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით? - სოციალურ ქსელებში მისი მაშინდელი კომენტარი გაიხსენეს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|