რუსმა მამაკაცმა დედა, ცოლი და ექვსი შვილი დახოცა 6 აგვისტო 2015, 00:12:17
AUTO PLAY
პოლიციამ რუსეთში დააკავა ოლეგ ბელოვი - ადამიანი, რომელმაც საკუთარი ექვსი შვილი და ცოლი დახოცა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბელოვმა დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და დაიჭრა. საკუთარი ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ ბელოვი დეიდის სახლში წავიდა, სადაც სავარაუდოდ, სერიული სისხლიანი გარჩევის გაგრძელებას გეგმავდა. ცნობილია, რომ დეიდასთან ბელოვს ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა. სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, პოლიციაში შევიდა ზარი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ რვასულიანი ოჯახი - დედა, მამა და ექვსი შვილი გაქრა. 25 ივლისიდან ბავშვები ბაღში აღარ მიჰყავდათ და ბაღის თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. 4 აგვისტოს პოლიციელები შევიდნენ სახლში, სადაც აღმოაჩინეს ბავშვების დანაწევრებული სხეულის ნარჩენები და აგრეთვე, დანაწევრებული დედის სხეული. არსებობს ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილის მეუღლე კიდევ ერთ ბავშვზე იყო ორსულად. მოგვიანებით იპოვეს ქალის გვამი, რომელიც ბელოვის დედა აღმოჩნდა. ჯამში ბელოვმა ოჯახის 8 წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
0
|
|