ჩამოგდებული თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა 3 აგვისტო 2015, 22:04:30
AUTO PLAY
სირიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სკაი ნიუსი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, სამხედრო ლაინერი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ისლამისტი ექსტრემისტები სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მათ წინააღმდეგ ავიაიერიშებს, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს. მსგავსი ვითარებაა ერაყშიც. "ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამური ხალიფატის შექმნას ისახავს მიზნად.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|