"ქართველი ექიმის ხელფასი 5 ათასიდან 15 ათას დოლარამდეა" - სააკაშვილი 3 აგვისტო 2015, 16:41:45
AUTO PLAY
”იცით, რამდენი აქვს ხელფასი ქართველ ექიმს? - 5 ათასიდან 15 ათას დოლარამდე. და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიპარავდით და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდით ხალხის დასახმარებლად”, - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში, ქალაქ იზმაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. სააკაშვილი უკრაინელებს ისეთივე ხელფასებს დაჰპირდა, როგორიც საქართველოში დატოვა. სააკაშვილმა ოდესელებთან სიამაყით განაცხადა, რომ ააშენა 4 ახალი ქალაქი და გამართა ჯანდაცვის სისტემა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებს უკრაინაში მისი ყოფნის მიზეზი გაუმხილა. როგორც მან ადგილობრივებს განუცხადა, უკრაინაში იმისთვის ჩავიდა, რომ ”ვერავინ ვერასდროს ჩაიტანოს ომი უკრაინის ბესარაბიულ მიწაზე და ოდესის ოლქში, რომ ვერავინ გაბედოს აქ დონბასის მოწყობა”. როგორც მან აღნიშნა, მას რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და სულელი უნდა იყო, რომ ასეთი მტერი გაიჩინო, მაგრამ იგი არავის დაუთმობს საკუთარ მიწას. სააკაშვილმა უკრაინას ემოციურად ”ჩვენი მიწა” უწოდა და განაცხადა, რომ ”უკრაინა უნდა იყოს მთლიანი, იყოს მშვიდობა და ქვეყანა განვითარდეს.”
5
|
|