აშშ-ში სატანას ქანდაკება აღმართეს 27 ივლისი 2015, 18:36:22
AUTO PLAY
აშშ-ში, დეტროიტში სატანის ქანდაკება აღმართეს. ამასთან დაკავშირებით ასობით ქრისტიანმა მესა ჩაატარა და საპროტესტო აქცია გამართა, რითაც 2.5 მეტრის ქანდაკების დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ. სატანური ეკლესიის წარმომადგენლები დეტროიტში შეიკრიბნენ, რათა ხალხისთვის უცნობ ადგილას ბნელეთის პრინცის ბრინჯაოს ქანდაკება დაედგათ - ადგილმდებარეობა მხოლოდ მათ ეცოდინებოდათ, ვინც ბილეთებს შეიძენდა. ბაფომეტის ქანდაკება, რომელიც ნახევრად ადამიანს და ნახევრად თხას გამოსახავს, ოკლაჰომა სიტის კაპიტოლიუმში უნდა დაედგათ, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა. ახლა კი მისი დადგმა არკანზასში იგეგმება.
7
|
|