მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში 22 ივლისი 2015, 15:36:34
AUTO PLAY
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის. სხდომაზე იხილებოდა დეპუტატ შოთა ართმელაძის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთში დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ იკითხა, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" ართმელაძის საქმეზე პასუხისმგებლობას. შედეგად, ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
0
|
|