ფიზიკური დაპირისპირება ორჭოსანთან - დაკავებულია 5 პირი 17 ივლისი 2015, 23:24:06
AUTO PLAY
დაძაბული სიტუაციაა კონფლიქტის ზონაში. "პრესა.ჯი"-ს კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ ხურვალეთისა და ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ჩასულ "თავისუფალი ზონის" 70-მდე წევრს ხურვალეთის საგუშაგოსთან შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა კი "თავისუფალი ზონის" წევრებს ,კარვები გაეშალის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობასა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ ორჭოსანის საგუშაგოსთანაც დაიძაბა. რის შემდედაც , სამართალდამცავებმა "თავისუფალი ზონის" 5 წევრი დააკავეს. დაკავებულები არიან ვაჟა მორგოშია, გიორგი რუხაია, ლაშა-გიორგი ხუსკივაძე, სოსო მინდიაშვილი და ონისე გერგედავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრესა.ჯი"-ს განუცხადეს, რომ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
9
|
|