მიხეილ სააკაშვილმა თანაშემწედ ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ქალიშვილი დანიშნა 17 ივლისი 2015, 17:34:25
AUTO PLAY
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იგორ გაიდარის შვილი, მარია გაიდარი თავის თანაშემწედ დანიშნა. იგორ გაიდარი ცნობილი რუსი ეკონომისტი და ფინანსისტი იყო, ითვლება რუსეთში 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ შემოქმედად, წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთის მთავრობაში ფინანსთა და კონომიკის მინისტრების თანამდებობაზე, იყო დუმის დეპუტატი. 32 წლის მარია ჟურნალისტია და აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ოდესის გუბერნატორმა მისი წარდგენისას იმაზეც ისაუბრა, რომ მალე მარიას უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ. თავად მარია გაიდარმა აღნიშნა, რომ არასდროს უმუშავია შეკრულ და ცვლილებებზე ორიენტირებულ გუნდში და ხალხს ჭეშმარიტი რეფორმების გატარება აღუთქვა.
0
|
|