ასობით მსხვერპლი და მდინარეში გადაყრილი გვამები 13 ივლისი 2015, 13:42:49
AUTO PLAY
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ინტერნეტში ერაყის ქალაქ ტიკრიტის საავიაციო აკადემიაში მოწყობილი სიკვდილით მასობრივი დასჯის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 22-წუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან ისლამისტები ცოცხალ ადამიანებს ორმოებში და სათითაოდ ესვრიან. სავარაუდოდ, ვიდეო, რომლის მხოლოდ ერთწუთიან მონაკვეთს გიჩვენებთ, იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც ისლამისტებმა გასულ წელს ქალაქის სამხედრო ბაზა აიღეს და ტყვედ 1500 კურსანტი აიყვანეს. ტიკრიტის გათავისუფლების შემდეგ 600 ადამიანის ცხედარი იპოვეს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ცხედრების უმეტესობა "ბოევიკებმა" მდინარე ტიგროსში გადაყარეს.
0
|
|