მიხეილ სააკაშვილმა მოადგილედ 25 წლის ლამაზმანი დანიშნა 10 ივლისი 2015, 22:58:02
AUTO PLAY
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი მოადგილეები დანიშნა. ერთ-ერთი მათგანი 25 წლის "მაიდნელი" აქტივისტი იულია მარუშევსკაიაა, რომელიც კიევში მიმდინარე აქციების დროს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვირუსული ვიდეოს წყალობით გაიცნო ნახევარმა მსოფლიომ. გუბერნატორის თქმით, იულია ბოლო წელი ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარუშევსკაიას და მეორე მრჩეველს - ავღანეთის ომის ვეტერანსა და ბიზნესმენს, ვლადიმირ ჟმაკს - სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, რაც ქართველი პოლიტიკოსის აზრით, ნიშნავს, რომ მან ხელისუფლებაში "ახალი, სუფთა და კომპეტენტური ადამიანების მოყვანა შეძლო". იულია მარუშევსკაია სააკაშვილის "მარჯვენა ხელი გახდა". იგი ცნობილია ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეორგოლით Я - украинка, რომელიც "ევრომაიდნის" სიმბოლოდ იქცა.
4
|
|